arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
სიახლეები
წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე
23/04/2016

23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა! ამ დღის აღნიშვნის ტრადიციას საქართველო წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით შეუერთდა და წლებია წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე სხადასხვა ტიპის კულტურული ღონისძიებებით ყოველწლიურად აღინიშნება.

 

წელს, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ორგანიზაცია მზიანთან თანამშრომლობით 23 აპრილს ახალ მზიურში აღნიშნავს. მოგეხსენებათ, რომ ამჟამად ინტენსიურად მიმდინარეობს მზიურის რეკონსტრუქცია და წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე იქნება პირველი პროექტი, რომელიც ახალ მზიურში გაიმართება. მოეწყობა წიგნების ერთდღიანი გამოფენა-გაყიდვა. ოცზე მეტი ქართველი გამომცემელი და გამავრცელებელი ამ დღესთან დაკავშირებით წიგნებს განსაკუთრებული ფასდაკლებით შემოგთავაზებთ.

 

23 აპრილისთვის დასრულდება მზიურის ამფითეატრის რეკონსტრუქციის პირველი ეტაპი. სწორედ ამ სივრცეში 23 აპრილს მთელი დღის განმავლობაში გაიმართება შეხვედრები თანამედროვე ქართველ ავტორებთან, ახალი წიგნების პრეზენტაციები და სხვადასხვა ტიპის საბავშვო ღონისძიებები.

გელოდებით 23 აპრილს 11:00-დან 19:00-მდე ახალ მზიურში. ერთად ვიზეიმოთ წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე და ვუგულშემატკივროთ პროექტ ახალ მზიურს!



სხვა სიახლეები
  •  განსაკუთრებული შეთავაზება მკითხველს
    05/11/2024
    15 ნოებრის ჩათვლით, გვეწვიეთ წიგნის მაღაზიაში „ინტელექტი“ (ვახუშტი ბაგრატიონის #75) და             ...
    ვრცლად
  • გაეცანით გრიფირების კონკურსში გამარჯვებულ სახელმძღვანელოებს
    23/06/2023
    ვულოცავთ ჩვენს ავტორებს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში გამარჯვებას! გაეცანით მოსწავლისა და...
    ვრცლად
  • მალე – მათემატიკის ავტორების დისტანციური კონსულტაციები
    20/07/2021
    2021-22 სასწავლო წლიდან გამომცემლობა „ინტელექტი“ და მათემატიკის I-XII კლასების გრიფირებული სასკოლო...
    ვრცლად