arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
სიახლეები
დენიელ ქუინის „ისმაელის“ წარდგინება
22/04/2016

22 აპრილს, 18:30 საათზე, ვაკის მედიათეკაში გაიმართება დენიელ ქუინის ისმაელის წარდგინება. 22 აპრილი დედამიწის დღეა. ინტელექტი ახალი წიგნის წარდგინებით უერთდება ამ დღეს.

 

ღონიძიებას გაუძღვება წიგნის მთარგმნელი, ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე. მოეწყობა ვიდეო-ინსტალაცია რომელიც გაგვაცნობს ჩვენს პლანეტაზე მცხოვრებ სხვადასხვა კულტურებს და ადამიანებს.

 

ღონისძიებაზე მცირე მოხსენებებით გამოვლენ: გიგი თევზაძე, თემა – „სამყაროს გადარჩენის იდეა vs. ევოლუციის იდეა“ და ნატა ფერაძე, პატრიზანი მებაღეების აქტივისტი, თემა – „პოსტსაბჭოთა სივრცეში მაცხოვრებლების კომფორტის ზონა“.


ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს ღვინით გაუმასპინძლდება კომპანია ასკანელი ძმები.

 


წარმოიდგინეთ, რომ გაწუხებთ განცდა, თითქოს რაღაც არ არის რიგზე. ფიქრობთ, რომ ადამიანი ბუნებასთან მიმართებით სწორად არ იქცევა. გგონიათ, რომ რაღაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს და უეცრად გაზეთში აწყდებით განცხადებას: „მასწავლებელი ეძებს მოსწავლეს. მას უნდა ჰქონდეს მსოფლიოს გადარჩენის გულწრფელი სურვილი. დაინტერესების შემთხვევაში მობრძანდით გასაუბრებაზე“.

სწორედ ამ განცხადებით დაიწყო წიგნის მთავარი გმირისა და ისმაელის ურთიერთობა. ისმაელისა, რომელსაც ადამიანის განვითარების შესახებ თავისებური და განსხვავებული ხედვა აქვს. ხედვა, რომელიც გვიხსნის თუ როგორ და რატომ აქცია ადამიანმა სამოთხისგან ჯოჯოხეთი და რა უნდა გაკეთდეს ამ ჩიხიდან გამოსასვლელად.

ჰო, სხვათა შორის, ისმაელი გორილაა.

 

► იხილეთ ღონისძიება ფეისბუკზე
 



სხვა სიახლეები
  •  განსაკუთრებული შეთავაზება მკითხველს
    05/11/2024
    15 ნოებრის ჩათვლით, გვეწვიეთ წიგნის მაღაზიაში „ინტელექტი“ (ვახუშტი ბაგრატიონის #75) და             ...
    ვრცლად
  • გაეცანით გრიფირების კონკურსში გამარჯვებულ სახელმძღვანელოებს
    23/06/2023
    ვულოცავთ ჩვენს ავტორებს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში გამარჯვებას! გაეცანით მოსწავლისა და...
    ვრცლად
  • მალე – მათემატიკის ავტორების დისტანციური კონსულტაციები
    20/07/2021
    2021-22 სასწავლო წლიდან გამომცემლობა „ინტელექტი“ და მათემატიკის I-XII კლასების გრიფირებული სასკოლო...
    ვრცლად