arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
სიახლეები
ეთერ თათარაიძის წიგნის – „დევიღუპეთ“ – წარდგინება
23/04/2016

23 აპრილს, 16:00 საათზე, ახალი მზიურის ამფითეატრში წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღის ფარგლებში გაიმართება ეთერ თათარაიძის წიგნის – დევიღუპეთ! – წარდგინება.

 

► იხილეთ ღონისძიება ფეისბუკზე

 

 

„1998 წლის 30 ივლისს გამომცემლობაში მეწვია თენგიზ მირზაშვილი და სხვათაშორის მიამბო ეთერ თათარაიძის ახლობლების – შინაბერა დების შესახებ (გვარს ყოველი შემთხვევისათვის ვერ ვასახელებ!): სამოცი წლისანები არიან, აქვთ განსაკუთრებული და გასაოცარი ხატოვანი გურულ-იმერული მეტყველება. ეთერი მალულად იწერს მათ ნაამბობს, მაგრამ წაკითხვა არ კმარა, ეთერს უნდა მოუსმინო, რომ მარილი არ დააკლდეს. წავიდეთ და ეხლავე მოგასმენინებო. მე ვუთხარი, ერთი საათის შემდეგ ჩემს ირაკლის ველოდები-მეთქი. მაშინ დაურეკა ეთერ თათარაიძეს, გაესაუბრა, გადმომცა ყურმილი და მოვისმინე მაგრამ რა მოვისმინე! ეს იყო კილოკავებით შეზავებული ზეპირსიტყვაობის შედევრები. ერთი საათი ისე გავიდა, ვერ გავიგე. ირაკლი დამადგა თავზე და იძულებული გავხდი მოსმენა შემეწყვიტა. ეთერს ვთხოვე, დიქტოფონით გააგრძელე მალული ჩაწერა და მერე კასეტაზე გადაიტანე-მეთქი.
სხვათაშორის, ეთერი შესანიშნავი იმიტატორი აღმოჩნდა“. (ვახტანგ ჯავახაძე)

„ამ წიგნს 1982 წლიდან ვწერდი. გამოდის, რომ ბოლო სამი ათწლეულის ქართულმა ყოფით-პოლიტიკურმა სინამდვილემ მოიყარა აქ თავი.

თქვენს ხელთაა ცრემლითა და ღიმილით (ამასთან, ლიხსიქითური საქართველოს უსაზღვრო სიყვარულით) ნაწერი წიგნი, რომელმაც შეიძლება კიდევ ერთხელ დაგაფიქროთ უღვთოდ დაღლილი და განაწამები ჩვენი ხალხის ბედისწერასა და გამძლეობის საიდუმლოზე“. (ეთერ თათარაიძე)

 



სხვა სიახლეები
  •  განსაკუთრებული შეთავაზება მკითხველს
    05/11/2024
    15 ნოებრის ჩათვლით, გვეწვიეთ წიგნის მაღაზიაში „ინტელექტი“ (ვახუშტი ბაგრატიონის #75) და             ...
    ვრცლად
  • გაეცანით გრიფირების კონკურსში გამარჯვებულ სახელმძღვანელოებს
    23/06/2023
    ვულოცავთ ჩვენს ავტორებს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში გამარჯვებას! გაეცანით მოსწავლისა და...
    ვრცლად
  • მალე – მათემატიკის ავტორების დისტანციური კონსულტაციები
    20/07/2021
    2021-22 სასწავლო წლიდან გამომცემლობა „ინტელექტი“ და მათემატიკის I-XII კლასების გრიფირებული სასკოლო...
    ვრცლად