arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
სიახლეები
ირაკლი სამსონაძის ახალი წიგნის წარდგინება
23/04/2016

23 აპრილს, 13:00 საათზე, ახალი მზიურის ამფითეატრში წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღის ფარგლებში გაიმართება ირაკლი სამსსონაძის ახალი წიგნის – ქელეხი ქარში – წარდგინება.

 

► იხილეთ ღონისძიება ფეისბუკზე

 

 

ძალზე ნაცნობი ტოპოსი – ქუთაისი; ავტონომიური ლოკალი – რესტორანი; დრო – 1988 წლის 13 აპრილი. დიმიტრი კ...ძე, იგივე ტრულაილა, ქელეხს უხდის თავის საოხრეს.

 

ავტორს სარისკო გზა აქვს არჩეული. შემთხვევითი, იშვიათი ფაქტი უნდა აქციოს მხატვრული ინტერესის საგნად. ეს იოლი, ამოცანა არ არის, რადგან საქმე გვაქვს არა ანეკდოტთან არამედ თხრობასთან, რომელშიც მონაწილეობს კონკრეტული ხასიათებისა და სახეების წყება.

 

თანამედროვე ქართული მარაზმი ირაკლი სამსონაძის შემოქმედებაში ახალი თემა არ არის. რომანი „ყურთბალიში“ ამ თემის მხატვრული ანალიზია. იგივე შეიძლება ითქვას ლეას საათზე. კომედია-აბსურდი-ტრაგედია – ის თვალშისაცემი ნიშნებია, რაც ირაკლი სამსონაძის პროზასა და დრამატურგიას ანათესავებს ერთმანეთთან.

ქელეხი ქარშიც ამ პრინციპით არის შესრულებული. ამ თვალთახედვით იკითხება მთავარი აზრი. რამდენადაც მკვეთრია აბსურდის ეფექტი, იმდენად მდგრადია თხრობის სტილი, რომელშიც შერწყმულია პროზაული, დრამატურ, გიული და კინემატოგრაფიული დეტალები, ამასთან ერთად, მართალი, ბუნებრივი დიალოგები და ზუსტი რემარკები ჩამოქნილი, პლასტიკური ხასიათები, ცოცხალი სიტუაციური. გარემო და ზომიერი ფსიქოლოგიზმი.



სხვა სიახლეები
  •  განსაკუთრებული შეთავაზება მკითხველს
    05/11/2024
    15 ნოებრის ჩათვლით, გვეწვიეთ წიგნის მაღაზიაში „ინტელექტი“ (ვახუშტი ბაგრატიონის #75) და             ...
    ვრცლად
  • გაეცანით გრიფირების კონკურსში გამარჯვებულ სახელმძღვანელოებს
    23/06/2023
    ვულოცავთ ჩვენს ავტორებს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში გამარჯვებას! გაეცანით მოსწავლისა და...
    ვრცლად
  • მალე – მათემატიკის ავტორების დისტანციური კონსულტაციები
    20/07/2021
    2021-22 სასწავლო წლიდან გამომცემლობა „ინტელექტი“ და მათემატიკის I-XII კლასების გრიფირებული სასკოლო...
    ვრცლად