arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
სიახლეები
მარიო ვარგას ლიოსას „ვაცის ნადიმის“ წარდგინება
23/04/2016

23 აპრილს, 17:00 საათზე, თიბისი გალერეაში გაიმართება მარიო ვარგას ლიოსას რომანის ვაცის ნადიმის წარდგინება.

წიგნი ესპანურიდან ლანა კალანდიამ თარგმნა.

ღონისძიება გაიმართება წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღის ფარგლებში.

 

► იხილეთ ღონისძიება ფეისბუკზე


ვაცის ნადიმი  დიდი პერუელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის – მარიო ვარგას ლიოსას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია.

რომანის მთავარი პერსონაჟი, ურანია კაბრალი, ოცდათხუთმეტი წლის შემდეგ პირველად ბრუნდება სამშობლოში მამასთან შესახვედრად. დომინიკის რესპუბლიკაში იწყებს იგი იმ ამბების გახსენებას, რომელთა გამოც მიატოვა თავისი ქვეყანა და დაიფიცა, რომ აღარასოდეს დაბრუნდებოდა.

ამის პარალელურად, მწერალი ოცდათხუთმეტი წლის წინანდელ დომინიკის რესპუბლიკაში – ტრუხილიოს ეპოქაში – აბრუნებს მკითხველს და ქრონოლოგიური სიზუტით აღადგენს დიდი პოლიტიკური მკვლელობის გარშემო დატრიალებულ მოვლენებს.

ამ წიგნში მარიო ვარგას ლიოსა შეუდარებლად აღწერს დიქტატორული რეჟიმის არსს, თავისუფლებადაკარგული საზოგადოების დრამას და, რაც მთავარია, ტოტალიტარიზმის მემკვიდრეობას.

მარიო ვარგას ლიოსას ვაცის ნადიმი თანამედროვე კლასიკის ის შენაძენია, რომელმაც უკვე დაიმკვიდრა თავისი ადგილი მსოფლიო ლიტერატურის შედევრებს შორის



სხვა სიახლეები
  •  განსაკუთრებული შეთავაზება მკითხველს
    05/11/2024
    15 ნოებრის ჩათვლით, გვეწვიეთ წიგნის მაღაზიაში „ინტელექტი“ (ვახუშტი ბაგრატიონის #75) და             ...
    ვრცლად
  • გაეცანით გრიფირების კონკურსში გამარჯვებულ სახელმძღვანელოებს
    23/06/2023
    ვულოცავთ ჩვენს ავტორებს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში გამარჯვებას! გაეცანით მოსწავლისა და...
    ვრცლად
  • მალე – მათემატიკის ავტორების დისტანციური კონსულტაციები
    20/07/2021
    2021-22 სასწავლო წლიდან გამომცემლობა „ინტელექტი“ და მათემატიკის I-XII კლასების გრიფირებული სასკოლო...
    ვრცლად