arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
სიახლეები
მანანა ამირეჯიბის წიგნის – „ურეჟიმო ადამინთა ცხოვრება“ – წარდგინება
17/05/2016

17 მაისს, 19 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გიწვევთ მანანა ამირეჯიბის წერილებისა და ესეების კრებულის – ურეჟიმო ადამიანთა ცხოვრება – წარდგინებაზე.

 

ურეჟიმო ადამიანთა ცხოვრება თანამედროვე ლიტერატურის შესახებ დაწერილი ესეების კრებულია.თამამი და ძალდაუტანებელი ფიქრით, მახვილგონივრული მსჯელობით და შინაგანი განწყობით, წიგნი ბიბლიოთეკაში მოგზაურობას ჰგავს, სადაც ავტორი თავადაა მკითხველი და ეს მდგომარეობა მასაც და, სხვა მკითხველებსაც, განუზომელ სიამოვნებას ანიჭებს.

კრებულში სხვადასხვა თაობის მწერლებზეა საუბარი. მკითხველი აუცილებლად იპოვის მისთვის ყველაზე საინტერესოს, კიდევ ერთხელ გადაავლებს თვალს და ახალი ინტერპრეტაციებისთვისაც მოემზადება. მანანა ამირეჯიბის წიგნი ამის საუკეთესო მაგალითია.

 

დასწრება თავისუფალია!
მის: თბილისი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი (III კორპუსი), ლადო გუდიაშვილის N7.

 

► იხილეთ ღონისძიება ფეისბუკზე



სხვა სიახლეები
  •  განსაკუთრებული შეთავაზება მკითხველს
    05/11/2024
    15 ნოებრის ჩათვლით, გვეწვიეთ წიგნის მაღაზიაში „ინტელექტი“ (ვახუშტი ბაგრატიონის #75) და             ...
    ვრცლად
  • გაეცანით გრიფირების კონკურსში გამარჯვებულ სახელმძღვანელოებს
    23/06/2023
    ვულოცავთ ჩვენს ავტორებს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში გამარჯვებას! გაეცანით მოსწავლისა და...
    ვრცლად
  • მალე – მათემატიკის ავტორების დისტანციური კონსულტაციები
    20/07/2021
    2021-22 სასწავლო წლიდან გამომცემლობა „ინტელექტი“ და მათემატიკის I-XII კლასების გრიფირებული სასკოლო...
    ვრცლად