arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
სიახლეები
დენიელ ქუინის რომანის – „ისმაელი“ – წარდგინება
26/05/2016

26 მაისს, 17:00 საათზე, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გაიმართება დენიელ ქუინის რომანის ისმაელის წარდგინება. ინგლისურიდან თარგმნა ლევან ღამბაშიძემ.


ღონისძიებაზე წიგნი განსაკუთრებული ფასდაკლებით – 8 ლარად გაიყიდება!


წარმოიდგინეთ, რომ გაწუხებთ განცდა, თითქოს რაღაც არ არის რიგზე. ფიქრობთ, რომ ადამიანი ბუნებასთან მიმართებით სწორად არ იქცევა. გგონიათ, რომ რაღაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს და უეცრად გაზეთში აწყდებით განცხადებას: „მასწავლებელი ეძებს მოსწავლეს. მას უნდა ჰქონდეს მსოფლიოს გადარჩენის გულწრფელი სურვილი. დაინტერესების შემთხვევაში მობრძანდით გასაუბრებაზე“.

 

სწორედ ამ განცხადებით დაიწყო წიგნის მთავარი გმირისა და ისმაელის ურთიერთობა. ისმაელისა, რომელსაც ადამიანის განვითარების შესახებ თავისებური და განსხვავებული ხედვა აქვს. ხედვა, რომელიც გვიხსნის თუ როგორ და რატომ აქცია ადამიანმა სამოთხისგან ჯოჯოხეთი და რა უნდა გაკეთდეს ამ ჩიხიდან გამოსასვლელად.

 

ჰო, სხვათა შორის, ისმაელი გორილაა.


დასწრება თავისუფალია!
მის: ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონი, წერეთლის გმზ. 118



სხვა სიახლეები
  •  განსაკუთრებული შეთავაზება მკითხველს
    05/11/2024
    15 ნოებრის ჩათვლით, გვეწვიეთ წიგნის მაღაზიაში „ინტელექტი“ (ვახუშტი ბაგრატიონის #75) და             ...
    ვრცლად
  • გაეცანით გრიფირების კონკურსში გამარჯვებულ სახელმძღვანელოებს
    23/06/2023
    ვულოცავთ ჩვენს ავტორებს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში გამარჯვებას! გაეცანით მოსწავლისა და...
    ვრცლად
  • მალე – მათემატიკის ავტორების დისტანციური კონსულტაციები
    20/07/2021
    2021-22 სასწავლო წლიდან გამომცემლობა „ინტელექტი“ და მათემატიკის I-XII კლასების გრიფირებული სასკოლო...
    ვრცლად