arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
სიახლეები
ბესიკ ხარანაულის გრაფიკული რომანის – „რძის ფოსტა“ – წარდგინება
27/05/2016

27 მაისს, 15:30 საათზე, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში, გამომცემლობა ინტელექტი გიწვევთ ბესიკ ხარანაულის გრაფიკული რომანის – რძის ფოსტა – წარდგინებაზე.

 

კონცეფციის ავტორი: ივანე ამირხანაშვილი
მხატვარი: თეონა ჭანიშვილი

 

„გამოქვეყნებული ტექსტი, კაცმა რომ თქვას, ავტორს აღარ ეკუთვნის. ის მკითხველისაა და მას შეუძლია (თუ მართლა შეუძლია), მწერლის ტექსტებისგან ახალი ნაწარმოები შეადგინოს – „უავტორო“ ნაწარმოები.

ბესიკ ხარანაული ერთგან წერს: „ყველა წიგნისაგან უკეთესი ის არის, რომელსაც არ სჭირდება ავტორი“.

 

მის ადრინდელ ნაწარმოებებში მოიძებნება ოთხი ტექსტი, რომელთა შეერთებით შეგვიძლია მივიღოთ ახალი, „უავტორო“ ნაწარმოები. ესენია: 1. ფრაგმენტი პოემისა „წიგნი ამბა ბესარიონისა“, რომელსაც სათაურად „რძის ფოსტა“ ჰქვია; 2. „კარტოფილის ამოღება“; 3.„კნუტები“; 4. „სიტყვების უქონლობის გამო“.

ჩვენ წინაშეა მოულოდნელი ბესიკ ხარანაული – ოთხნაწილიანი მთელი, განახლებადი მუდმივი“. (იდეის ავტორისა და შემდგენლის – ივანე ამირხანაშვილის წინასიტყვაობიდან).


დასწრება თავისუფალია!
მის: წერეთლის გამზ. 118
ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონი (მთავარი სცენა)



სხვა სიახლეები
  •  განსაკუთრებული შეთავაზება მკითხველს
    05/11/2024
    15 ნოებრის ჩათვლით, გვეწვიეთ წიგნის მაღაზიაში „ინტელექტი“ (ვახუშტი ბაგრატიონის #75) და             ...
    ვრცლად
  • გაეცანით გრიფირების კონკურსში გამარჯვებულ სახელმძღვანელოებს
    23/06/2023
    ვულოცავთ ჩვენს ავტორებს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში გამარჯვებას! გაეცანით მოსწავლისა და...
    ვრცლად
  • მალე – მათემატიკის ავტორების დისტანციური კონსულტაციები
    20/07/2021
    2021-22 სასწავლო წლიდან გამომცემლობა „ინტელექტი“ და მათემატიკის I-XII კლასების გრიფირებული სასკოლო...
    ვრცლად