arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
სიახლეები
გრაფიკული რომანის – „გაბო“ – წარდგინება თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე
27/05/2016

27 მაისს, 17:00 საათზე, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გაბოს – გრაფიკული რომანი გაბრიელ გარსია მარკესის ცხოვრების შესახებ – წარდგინება. ესპანურიდან თარგმნა თეა გვასალიამ.


ლუის ჰარსი, თავის წიგნში ჩვენები, რომელიც ლათინური ამერიკის ლიტერატურულ ბუმს ეხება, გაბრიელ გარსია მარკესს ახასიათებს როგორც „საზღვაო კატასტროფაში ცოცხლად გადარჩენილ ადამიანს“.

 

ამ წიგნის მიზანია, გრაფიკის მეშვეობით გააცნოს მკითხველს ის ცხოვრებისეული ეპოპეა, რამაც პატარა არაკატაკელი ბიჭი ლიტერატურის ცოცხალ ლეგენდად აქცია.

„წიგნი, რომელსაც შეუძლია ბავშვი მწერლად აქციოს“. დიარიო დე ტიემპო. კოლუმბია.

„კომიქსების წიგნი, რომელიც ახალგაზრდებს კოლუმბიელ ნობელის პრემიის ლაურეატის სიდიადეს აზიარებს“. დიარიო დე სტამპა. იტალია.

„ეს წიგნი, ყდიდან დაწყებული, ნამდვილი ლიტერატურაა. წიგნის იმპერია უტევს“. დარიო დე ესპეკტადორი. კოლუმბია.

„მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი ლეგენდის ცხოვრების გზის ამსახველი გრაფიკული შედევრი“. პრენსა ლატინა. კუბა.

„გაბო კოლუმბიელი სუპერ-გმირია“. დიარიო დე მაგდალენა. კოლუმბია.


ვტორები:
ოსკარ პანტოხა
მწერალი, ჟურნალისტი, სცენარისტი. 2001 წელს, მისმა რომანმა „ვაჟიშვილი“ ალეხო კარპენტიერის სახელობის ეროვნული პრემია მოიპოვა. 1998-2001 წლებში მუშაობდა მოკლე და სრულმეტრაჟიან ფილმებზე. სამი რომანის ავტორი.

მიგელ ბუსტოსი
კოლუმბიის ეროვნული უნივერსიტეტის გრაფიკული დიზაინერი. ქმნის კომიქსებსაც. მისი ნამუშევრები გამოირჩევა ექსპრესიულობით. მიღებული აქვს რამდენიმე პროფესიული ჯილდო.

ფილიპე კამარგო როხასი
პირველი პერსონალური გამოფენა მოაწყო თემაზე „კომუნიკაციის დეფიციტი ქალაქებს შორის“. მისი პირველი გრაფიკული რომანი იყო „მარტოხელა სენიორი და კარჩაკეტილი მოხუცი ქალი“. იყო მრავალი გამოფენის მონაწილე. ქმნის ილუსტრაციებსა და გრაფიკულ დიზაინს.

ტატიანა კორდობა
ახალგაზრდა და ნიჭიერი ბოგოტელი ხელოვანი, სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული. იქვე ასწავლის პლასტიკურ ხელოვნებას. მისი ნამუშევრები გამოფინა კოლუმბიაში, აშშ-სა და მექსიკაში. თავისუფალ დროს უყვარს კითხვა, მეგობრებთან საუბარი და ბაღში ფუსფუსი.


დასწრება თავისუფალია!
მის: წერეთლის გამზ. 118
ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონი (მთავარი სცენა)



სხვა სიახლეები
  •  განსაკუთრებული შეთავაზება მკითხველს
    05/11/2024
    15 ნოებრის ჩათვლით, გვეწვიეთ წიგნის მაღაზიაში „ინტელექტი“ (ვახუშტი ბაგრატიონის #75) და             ...
    ვრცლად
  • გაეცანით გრიფირების კონკურსში გამარჯვებულ სახელმძღვანელოებს
    23/06/2023
    ვულოცავთ ჩვენს ავტორებს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში გამარჯვებას! გაეცანით მოსწავლისა და...
    ვრცლად
  • მალე – მათემატიკის ავტორების დისტანციური კონსულტაციები
    20/07/2021
    2021-22 სასწავლო წლიდან გამომცემლობა „ინტელექტი“ და მათემატიკის I-XII კლასების გრიფირებული სასკოლო...
    ვრცლად