arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
სიახლეები
მაქს ფრიშის რომანის – „ლურჯწვერა“ – წარდგინება
27/05/2016

27 მაისს, 18:30 საათზე, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გაიმართება მაქს ფრიშის უკანასკნელი რომანის ლურჯწვერას წარდგინება. წიგნი გერმანულიდან დავით კაკაბაძემ თარგმნა.

 

ლურჯწვერა ცნობილი მწერლისა და დრამატურგის, მე-20 საუკუნის შვეიცარიული ლიტერატურის კლასიკოსის მაქს ფრიშის (1911-1991) ბოლო დიდი ნაწარმოებია. 1982 წელს გამოქვეყნებულ ამ მოთხრობაში ავტორი კიდევ ერთხელ უბრუნდება თავისი შემოქმედებისთვის ჩვეულ მოტივებს: საკუთარი თავის ძიებას, ადამიანის მომწყვდევას მისი იმ ხატის ჩარჩოებში, რომელსაც მის ირგვლივ მყოფნი ქმნიან, ქალთან ურთიერთობაში მამაკაცის დანაშაულსა და დანაშაულის გრძნობას. ქართულ ენაზე თარგმნილია ფრიშის რომანები Homo Faber და „ვიქნები თუნდაც განტენბაინი“, რამდენიმე მოთხრობა და პიესა.

 

„რაც შეეხება ჩემს ლურჯწვერას: შაადმა არ იცის, მისთვის დანაშაული რას ნიშნავს და, ვფიქრობ, ის დღეს ერთადერთი არ არის, ვინც ეს არ იცის. შაადი დანაშაულის ლატენტური გრძნობით არის შეპყრობილი. სასამართლო პროცესზე მას აბრალებენ დანაშაულს, რომელიც არ ჩაუდენია. მან იცის, რომ მკვლელი არ არის, მაგრამ მაინც ვერ ამბობს, უდანაშაულო ვარო... ამ, ცოტა არ იყოს, შემზარავ წიგნში ჩემთვის მთავარია დანაშაულისა და უდანაშაულობის ურთიერთმიმართება იმ შემთხვევაში, როცა დანაშაული ქმედებით არ დასტურდება. ... საამისოდ სისხლის სამართლის ერთი ჩვეულებრივი საქმე შევარჩიე, არ მინდოდა, მკითხველის ყურადღება მხოლოდ ამ საქმეზე გადასულიყო. რადგან მაინტერესებდა არა თვით სისხლის სამართლის საქმე, არამედ სიმართლის ძიების ტექნიკა, სასამართლო, როგორც მაგალითი...“ (მაქს ფრიშის ერთ-ერთი ინტერვიუდან)

 

 

დასწრება თავისუფალია!
მის: წერეთლის გამზ. 118
ექსპო ჯორჯიას მე-11პავილიონი (მთავარი სცენა)



სხვა სიახლეები
  •  განსაკუთრებული შეთავაზება მკითხველს
    05/11/2024
    15 ნოებრის ჩათვლით, გვეწვიეთ წიგნის მაღაზიაში „ინტელექტი“ (ვახუშტი ბაგრატიონის #75) და             ...
    ვრცლად
  • გაეცანით გრიფირების კონკურსში გამარჯვებულ სახელმძღვანელოებს
    23/06/2023
    ვულოცავთ ჩვენს ავტორებს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში გამარჯვებას! გაეცანით მოსწავლისა და...
    ვრცლად
  • მალე – მათემატიკის ავტორების დისტანციური კონსულტაციები
    20/07/2021
    2021-22 სასწავლო წლიდან გამომცემლობა „ინტელექტი“ და მათემატიკის I-XII კლასების გრიფირებული სასკოლო...
    ვრცლად