arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
სიახლეები
„ინტელექტი“ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე
29/05/2016

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია 26-29 მაისს გიწვევთ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც წელს მეთვრამეტედ გაიმართება. ფესტივალის მთავარი სცენა ოთხი დღის განმავლობაში მუდმივად დატვირთული იქნება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებით.

გამომცემლობა ინტელექტი ფესტივალზე მოსულ მკითხველს სთავაზობს განსაკუთრებულ ფასდაკლებას ცნობილ სერიებზე: 100 ლექსი – 2 ლარი, ჩანაწერები – 3 ლარი, ნობელის პრემიის ლაურეატები – 5 ლარი.დიდი ფასდაკლებით გაიყიდება თანამედროვე და კლასიკური ქართველი/უცხოელი ავტორების წიგნები, ასევე ახალი გამოცემები, რომელსაც პირველად სწორედ წიგნის ფესტივალზე იხილავს მკითხველი და მათი წარდგინებაც ფესტივალის ფარგლებში გაიმართება.



ღონისძიებების ზუსტი გრაფიკი:

26 მაისი

► 17:00 – დენიელ ქუინის რომანის – ისმაელი – წადგინება. ინგლისურიდან თარგმნა ლევან ღამბაშიძემ.
(ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონი, მთავარი სცენა);

27 მაისი

► 14:30 – გელა ჩარკვიანის შეხვედრა მკითხველთან, საუბარი ავტობიოგრაფიულ წიგნზე ნაცნობ ქიმერათა ფერხული და ავტოგრაფების დარიგება.
(ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონი, გამომცემლობა ინტელექტის სტენდი);

► 15:30 – ბესიკ ხარანაულის გრაფიკული რომანის – რძის ფოსტა – წარდგინება.
კონცეფციის ავტორი ივანე ამირხანაშვილი, მხატვარი თეონა ჭანიშვილი.
(ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონი, მთავარი სცენა);

► 17:00 – გაბო – გრაფიკული რომანი გაბრიელ გარსია მარკესის ცხოვრების შესახებ – წარდგინება.
ესპანურიდან თარგმნა თეა გვასალიამ.
(ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონი, მთავარი სცენა);

► 18:30 – მაქს ფრიშის უკანასკნელი რომანის – ლურჯწვერა – წარდგინება.
გერმანულიდან თარგმნა დავით კაკაბაძემ.
(ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონი, მთავარი სცენა);

28 მაისი

► 14:00 – სერგეი ჟადანის რომანის – მესოპოტამია – წარდგინება.
რუსულიდან თარგმნა გაგა ნახუცრიშვილმა.
(ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონი, მთავარი სცენა);

► 17:30 – თეა თოფურიას მოთხრობების კრებულის – ორი ოთახი კაიროში – წარდგინება.
წიგნი გამოიცა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.
(ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონი, მთავარი სცენა);

29 მაისი

► 13:00 – ბექა ახალაიას პოეტური კრებულის – ამ ვალმოხდილი ფოთლებისთვის – წარდგინება.
(ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონი, მთავარი სცენა);

► 15:00 – ინტელექტის მკითხველების დაჯილდოება, ინტელექტის მკითხველთა კლუბის პრეზენტაცია.
(ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონი, მთავარი სცენა);


ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია!
მისამართი: წერეთლის გამზირი 118



სხვა სიახლეები
  •  განსაკუთრებული შეთავაზება მკითხველს
    05/11/2024
    15 ნოებრის ჩათვლით, გვეწვიეთ წიგნის მაღაზიაში „ინტელექტი“ (ვახუშტი ბაგრატიონის #75) და             ...
    ვრცლად
  • გაეცანით გრიფირების კონკურსში გამარჯვებულ სახელმძღვანელოებს
    23/06/2023
    ვულოცავთ ჩვენს ავტორებს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში გამარჯვებას! გაეცანით მოსწავლისა და...
    ვრცლად
  • მალე – მათემატიკის ავტორების დისტანციური კონსულტაციები
    20/07/2021
    2021-22 სასწავლო წლიდან გამომცემლობა „ინტელექტი“ და მათემატიკის I-XII კლასების გრიფირებული სასკოლო...
    ვრცლად