arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
სიახლეები
სერგეი ჟადანი რომანის – „მესოპოტამია“ – წარდგინება თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე
28/05/2016

28 მაისს, 14:00 საათზე, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გაიმართება სერგეი ჟადანის რომანის – მესოპოტამია – წარდგინება. რუსულიდან თარგმნა გაგა ნახუცრიშვილმა.


სერგეი ჟადანის – მესოპოტამია მოიცავს ცხრა ამბავს. წიგნი ერთ წრესა და გარემოზე მოგვითხრობს. გმირები ამბიდან ამბავში მოგზაურობენ. ფილოსოფიური გადახვევები, ფანტასმაგორიული სახეები, დახვეწილი მეტაფორები და სპეციფიკური იუმორი. ბაბილონის ისტორიები მათთვის დაიწერა, ვისაც სიყვარულისა და სიკვდილის საკითხები აინტერესებს. ქალაქის ცხოვრება, დროის დინება, პერსონაჟთა ბიოგრაფიები, რომლებიც თავისი სიმართლისთვის იბრძვიან, უნდათ, რომ დაინახონ და გაუგონ. ქუჩის შეტაკებებისა და ყოველდღიური ვნებების ქრონიკა. აღიარება და ღალატი, გაქცევა და დაბრუნება, სისასტიკე და სიყვარული.


დასწრება თავისუფალია!
მის: ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონი, წერეთლის გამზ. 118.



სხვა სიახლეები
  •  განსაკუთრებული შეთავაზება მკითხველს
    05/11/2024
    15 ნოებრის ჩათვლით, გვეწვიეთ წიგნის მაღაზიაში „ინტელექტი“ (ვახუშტი ბაგრატიონის #75) და             ...
    ვრცლად
  • გაეცანით გრიფირების კონკურსში გამარჯვებულ სახელმძღვანელოებს
    23/06/2023
    ვულოცავთ ჩვენს ავტორებს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში გამარჯვებას! გაეცანით მოსწავლისა და...
    ვრცლად
  • მალე – მათემატიკის ავტორების დისტანციური კონსულტაციები
    20/07/2021
    2021-22 სასწავლო წლიდან გამომცემლობა „ინტელექტი“ და მათემატიკის I-XII კლასების გრიფირებული სასკოლო...
    ვრცლად