arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
სიახლეები
თეა თოფურიას მოთხრობების კრებულის – „ორი ოთახი კაიროში“ – წარდგინება
28/05/2016

28 მაისს, 17:30 საათზე, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გაიმართება თეა თოფურიას მოთხრობების კრებულის – ორი ოთახი კაიროში – წარდგინება.

წიგნი გამოიცა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.


კრებული მოიცავს ბოლო წლებში დაწერილ ათ მოთხრობას (მცირე პროზა). მოთხრობების სტილი ერთმანეთისგან განსხვავებულია, თუმცა თითქმის ყველა მათგანში აღწერილია რეალური და ირეალური სამყარო, რომელიც ერთმანეთს კვეთს. მოთხრობებში წარმოდგენილია ისეთი თემები, როგორიცაა: პიროვნების დამოკიდებულება საკუთარი ცხოვრებისადმი; სიყვარული, როგორც გამოცდა ან გამოწვევა; ღირებულებების გადაფასება და სიკვდილი, რომელიც ამ მოთხრობების მიხედვით თითქმის არ არსებობს.


დასწრება თავისუფალია!
მის: ექსპო ჯორჯია, მე-11 პავილიონი, მთავარი სცენა (წერეთლის გამზ. 118)



სხვა სიახლეები
  •  განსაკუთრებული შეთავაზება მკითხველს
    05/11/2024
    15 ნოებრის ჩათვლით, გვეწვიეთ წიგნის მაღაზიაში „ინტელექტი“ (ვახუშტი ბაგრატიონის #75) და             ...
    ვრცლად
  • გაეცანით გრიფირების კონკურსში გამარჯვებულ სახელმძღვანელოებს
    23/06/2023
    ვულოცავთ ჩვენს ავტორებს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში გამარჯვებას! გაეცანით მოსწავლისა და...
    ვრცლად
  • მალე – მათემატიკის ავტორების დისტანციური კონსულტაციები
    20/07/2021
    2021-22 სასწავლო წლიდან გამომცემლობა „ინტელექტი“ და მათემატიკის I-XII კლასების გრიფირებული სასკოლო...
    ვრცლად