arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
სიახლეები
ბექა ახალაიას პოეტური კრებულის – „ამ ვალმოხდილი ფოთლებისთვის“ – წარდგინება
29/05/2016

29 მაისს, 13:30 საათზე, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში გაიმართება ბექა ახალაიას პოეტური კრებულის – ამ ვალმოხდილი ფოთლებისთვის – წარდგინება.

 

 

ბექა ახალაიას წიგნი მათთვისაა, ვისაც ნამდვილი პოეზია ენატრება. ან, სულაც, აინტერესებს – როგორია ის, ნამდვილი, თვითმყოფადი, ერთადერთი(ც) სამყარო. მდგომარეობა, სადაც ადამიანი თავის თავს ყველაზე ძნელი და მიუდგომელი შეკითხვებით განიცდის.

კომპოზიციური სრულყოფილებით აწყობილი ეს კრებული ერთი გაბმული, მთლიანი ლიტურგიკული (საკრალური) ტექსტის შთაბეჭდილებას ტოვებს, ლექსები კი სიმღერებს გვანან, რომლებიც სამყაროს ყველა სტიქიის, კოსმოსის ცხადი თუ ხილული წესრიგის ზღვარზე ამჟღავნებენ ადამიანურ ბედისწერას.

 

 

დასწრება თავისუფალია!

მის: ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონი, წერეთლის გამზ. 118.

 



სხვა სიახლეები
  •  განსაკუთრებული შეთავაზება მკითხველს
    05/11/2024
    15 ნოებრის ჩათვლით, გვეწვიეთ წიგნის მაღაზიაში „ინტელექტი“ (ვახუშტი ბაგრატიონის #75) და             ...
    ვრცლად
  • გაეცანით გრიფირების კონკურსში გამარჯვებულ სახელმძღვანელოებს
    23/06/2023
    ვულოცავთ ჩვენს ავტორებს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში გამარჯვებას! გაეცანით მოსწავლისა და...
    ვრცლად
  • მალე – მათემატიკის ავტორების დისტანციური კონსულტაციები
    20/07/2021
    2021-22 სასწავლო წლიდან გამომცემლობა „ინტელექტი“ და მათემატიკის I-XII კლასების გრიფირებული სასკოლო...
    ვრცლად