arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
სიახლეები
„ინტელექტის“ მკითხველების დაჯილდოება და მკითხველთა კლუბის პრეზენტაცია
29/05/2016

29 მაისს, 15:00 საათზე, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ინტელექტის მკითხველების დაჯილდოება და მკითხველთა კლუბის პრეზენტაცია.



ინტელექტის მკითხველთა კონკურსი

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის პირველ ორ დღეს, 26-27 მაისს, მოდით ინტელექტის სტენდთან, შეიძინეთ ნებისმიერი წიგნი და საჩუქრად მიიღეთ ინტელექტის სანიშნე და ბარათი. სანიშნე დაიტოვეთ სამახსოვროდ, ბარათი კი, კონკურსის პირობების თანახმად, შეავსეთ:

• გაიხსენეთ სხვადასხვა დროს ინტელექტის მიერ გამოცემული ნებისმიერი წიგნი, რომელმაც თქვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა და ბარათზე, სპეციალურად გამოყოფილ გრაფაში, დაწერეთ მოკლე, რამდენიმე წინადადებისაგან შემდგარი ორიგინალური ტექსტი, სადაც გამოხატავთ თქვენს შთაბეჭდილებასა და ემოციებს კონკრეტულ წიგნთან დაკავშირებით. შესაძლოა ეს იყოს მოკლე ამბავიც, რომელიც ამა თუ იმ წიგნთან თქვენს ურთიერთობას უკავშირდება.

• ტექსტის ბოლოს, შესაბამის გრაფაში მიუთითეთ თქვენი სახელი, პირადი ნომერი და ტელეფონის ნომერი.

• შევსებული სანიშნე ჩააგდეთ ინტელექტის სტენდზე განთავსებულ მკითხველთა სპეციალურ ყუთში.

• დღის ბოლოს, როგორც 26, ისე 27 მაისს გამომცემლობა ინტელექტის ფეისბუკ გვერდზე დაელოდეთ შედეგებს. დღის რჩეული ტექსტები შესაბამისი წიგნების გარეკანებთან ერთად განთავსდება საერთო ფოტო ალბომში. მოწონების (დალაიქების) პროცესი დაიწყება ფოტოს განთავსების მომენტიდან და შეწყდება ფესტივალის ბოლო დღეს, კვირას, 29 მაისს, 15:00 საათზე.

29 მაისს, 15:00 საათზე ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში, ფესტივალის მთავარ სცენაზე გამოვლინდება ინტელექტის მკითხველთა კონკურსის ორი გამარჯვებული:
გამომცემლობა ინტელექტის რჩეული და ინტერნეტ რჩეული.

ორივე გამარჯვებულს საჩუქრად გადაეცემა
10 ახალი წიგნი, რომელიც სპეციალურად ფესტივალისთვის გამოიცა.

ინტელექტის მკითხველთა კონკურსის რჩეული ბარათებით კი გამომცემლობა ინტელექტში მოეწყობა ინტელექტის მკითხველთა კუთხე და მუდმივად დაიდებს ბინას.

 

 

დასწრება თავისუფალია!
მის: ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონი, წერეთლის გამზ. 118.



სხვა სიახლეები
  •  განსაკუთრებული შეთავაზება მკითხველს
    05/11/2024
    15 ნოებრის ჩათვლით, გვეწვიეთ წიგნის მაღაზიაში „ინტელექტი“ (ვახუშტი ბაგრატიონის #75) და             ...
    ვრცლად
  • გაეცანით გრიფირების კონკურსში გამარჯვებულ სახელმძღვანელოებს
    23/06/2023
    ვულოცავთ ჩვენს ავტორებს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში გამარჯვებას! გაეცანით მოსწავლისა და...
    ვრცლად
  • მალე – მათემატიკის ავტორების დისტანციური კონსულტაციები
    20/07/2021
    2021-22 სასწავლო წლიდან გამომცემლობა „ინტელექტი“ და მათემატიკის I-XII კლასების გრიფირებული სასკოლო...
    ვრცლად