arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
სიახლეები
თემურ ქორიძის წიგნის – „კაცი არ ყველა სწორია“ – წარდგინება
15/06/2016
15 ივნისს, 19 საათზე, გამომცემლობა ინტელექტის ოფისში გაიმართება თემურ ქორიძის წიგნის – კაცი არ ყველა სწორია - წარდგინება.
 
 
 
„კულტურის მთელი ისტორია ერთობ სასტიკი და დაუნდობელი ბანალურობით ხასიათდება: ‒ თუ რჩეული ხარ, ჭეშმარიტი პოეტი და შემოქმედი ხარ, ‒ ამ უპირატესობის გამო, თურმე, გამუდმებით უნდა მარტვილობდე!
 
ასეთი გამოცდა უდიდეს ნატურათა პრივილეგიაა. რაც უფრო დიადია სული, მით უფრო მძაფრი გამოცდა მოევლინება ხოლმე მას.
 
სწორედ ამგვარად ცდიდნენ თავიანთ ნებისყოფას შორეულ უდაბნოში განდგომილი დიდმოწამენი, რომელთაც კარგად უწყოდნენ, თუ როგორ აწრთობდნენ ადამიანებს კაცობრიობის უდიდეს რელიგიათა ფუძემდებლები ‒ იესო ქრისტე, მოჰამედი, ბუდა... ნებაყოფლობითი თვითგანმარტოებაც და იძულებითი დევნილობაც ჭეშმარიტი მოწამეობრიობის უტყუარი დასტურია. მთელი სამყარო დღეს კარგად იცნობს მათ სახელებს, ვისაც თავისი ფართო კულტურულ-ისტორიული მისიის გამო სამშობლოდან განდევნა ხვდა წილად.
 
და როგორ მქუხარედ ჟღერს დღეს ეს სახელები! (ავტორის წინასიტყვაობიდან)
 
 
 
დასწრება თავისუფალია!
მის: ილია ჭავჭავაძის გამზ. N5


სხვა სიახლეები
  •  განსაკუთრებული შეთავაზება მკითხველს
    05/11/2024
    15 ნოებრის ჩათვლით, გვეწვიეთ წიგნის მაღაზიაში „ინტელექტი“ (ვახუშტი ბაგრატიონის #75) და             ...
    ვრცლად
  • გაეცანით გრიფირების კონკურსში გამარჯვებულ სახელმძღვანელოებს
    23/06/2023
    ვულოცავთ ჩვენს ავტორებს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში გამარჯვებას! გაეცანით მოსწავლისა და...
    ვრცლად
  • მალე – მათემატიკის ავტორების დისტანციური კონსულტაციები
    20/07/2021
    2021-22 სასწავლო წლიდან გამომცემლობა „ინტელექტი“ და მათემატიკის I-XII კლასების გრიფირებული სასკოლო...
    ვრცლად