arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
სიახლეები
ვაჟა გიგაშვილის ორი წიგნის წარდგინება
28/06/2016
28 ივნისს, 19 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართება ვაჟა გიგაშვილის მოთხრობების ორი კრებულის წარდგინება.
 
დასწრება თავისუფალია!
მისამართი: მაჩაბლის ქუჩა N13
 
 
► იხილეთ ღონისძიება ფეისბუკზე
 
 
„დღეს, როცა კომფორტი და წარმატებულობა მთავარ ღირებებულებად იქცა, მკითხველს ვურჩევდი, დათმოს „თბილი ლოგინი“ და ვაჟა გიგაშვილს გაჰყვეს „ცივ ღამეში“, რომელიც, მწერლის უნიკალური ხატვის წყალობით, აწკრიალებს დაღლილ და გათხვრილ სულიერებას, როცა თითქოსდა უცხო რეალობა შენს წარმოსახვაში კი არა, არამედ ჭეშმარიტ რეალობაში შებიჯების შანსს გაძლევს, სადაც ხევსურეთისა და თუშეთის მთები, პამირისა და ტიან-შანის მთებს ეხმიანებიან, სადაც „ნადირობა ჩონ-ტაშში“ თამამად ეტოლება ტურგენევისა და ჰემინგუეის მონადირულ თხრობას, როცა თბილისური მიეთმოეთი ბუნების იდუმალების მინდიასებურ ამოცნობას ენაცვლება, სადაც სისასტიკე და სისხლი ცალთვალა ბებიის ცრემლით ირეცხება. და რაც აქამდე ვთქვი, მხოლოდ დეტალია იმ უზადო „რაღაცის“, რასაც ვაჟა გიგაშვილის სამყარო ჰქვია, თორემ „მაგრობისთვის“ ერთი პატარა შედევრიც იკმარებდა, გურამ რჩეულიშვილზე დაწერილი მოთხრობა, სადაც ძმაკაცის სიკვდილის არმიღება და მისი დაბრუნების მოლოდინი ასე შეგაყვარებს ვაჟა გიგაშვილის მწერლობას!“ (ლაშა თაბუკაშვილის წინასიტყვაობიდან)


სხვა სიახლეები
  •  განსაკუთრებული შეთავაზება მკითხველს
    05/11/2024
    15 ნოებრის ჩათვლით, გვეწვიეთ წიგნის მაღაზიაში „ინტელექტი“ (ვახუშტი ბაგრატიონის #75) და             ...
    ვრცლად
  • გაეცანით გრიფირების კონკურსში გამარჯვებულ სახელმძღვანელოებს
    23/06/2023
    ვულოცავთ ჩვენს ავტორებს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში გამარჯვებას! გაეცანით მოსწავლისა და...
    ვრცლად
  • მალე – მათემატიკის ავტორების დისტანციური კონსულტაციები
    20/07/2021
    2021-22 სასწავლო წლიდან გამომცემლობა „ინტელექტი“ და მათემატიკის I-XII კლასების გრიფირებული სასკოლო...
    ვრცლად