arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
სიახლეები
სერგეი ჟადანის რომანის – „მესოპოტამია“ – წარდგინება
04/07/2016
4 ივლისს, 19:00 საათზე, სოციალურ ბარ გენერატორი 9.8-ში გამომცემლობა ინტელექტი გიწვევთ სერგეი ჟადანის რომანის – მესოპოტამია – წარდგინებაზე.
 
რუსულიდან თარგმნა გაგა ნახუცრიშვილმა.
 
პრეზენტაციაზე წიგნის შეძენა საგამომცემლო ფასად იქნება შესაძლებელი.
 
დასწრება თავისუფალია!
მის: ათონელის ქუჩა 29
 
 
► იხილეთ ღონისძიება ფეისბუკზე
 
 
სერგეი ჟადანის მესოპოტამია მოიცავს ცხრა ამბავს. წიგნი ერთ წრესა და გარემოზე მოგვითხრობს. გმირები ამბიდან ამბავში მოგზაურობენ. ფილოსოფიური გადახვევები, ფანტასმაგორიული სახეები, დახვეწილი მეტაფორები და სპეციფიკური იუმორი. ბაბილონის ისტორიები მათთვის დაიწერა, ვისაც სიყვარულისა და სიკვდილის საკითხები აინტერესებს. ქალაქის ცხოვრება, დროის დინება, პერსონაჟთა ბიოგრაფიები, რომლებიც თავისი სიმართლისთვის იბრძვიან, უნდათ, რომ დაინახონ და გაუგონ. ქუჩის შეტაკებებისა და ყოველდღიური ვნებების ქრონიკა. აღიარება და ღალატი, გაქცევა და დაბრუნება, სისასტიკე და სიყვარული.


სხვა სიახლეები
  •  განსაკუთრებული შეთავაზება მკითხველს
    05/11/2024
    15 ნოებრის ჩათვლით, გვეწვიეთ წიგნის მაღაზიაში „ინტელექტი“ (ვახუშტი ბაგრატიონის #75) და             ...
    ვრცლად
  • გაეცანით გრიფირების კონკურსში გამარჯვებულ სახელმძღვანელოებს
    23/06/2023
    ვულოცავთ ჩვენს ავტორებს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში გამარჯვებას! გაეცანით მოსწავლისა და...
    ვრცლად
  • მალე – მათემატიკის ავტორების დისტანციური კონსულტაციები
    20/07/2021
    2021-22 სასწავლო წლიდან გამომცემლობა „ინტელექტი“ და მათემატიკის I-XII კლასების გრიფირებული სასკოლო...
    ვრცლად