arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
სიახლეები
ცირა ყურაშვილის პროზაული კრებულის – „ჟამსა თამაშობისასა“ – წარდგინება
28/09/2016
28 სექტემბერს, 16:00 საათზე ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართება ცირა ყურაშვილის ახალი წიგნის – ჟამსა თამაშობისასა – წარდგინება!
 
დასწრება თავისუფალია!
მის: ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა (ლილი ნუცუბიძის N1)
 
 
აზროვნების სიღრმე, ხედვის მოულოდნელი კუთხეები, ოსტატურად დაუფლებული ენა – ეს არასრული ჩამონათვალია იმ აქცენტებისა, რაც ცირა ყურაშვილის ნოველებს გამოარჩევს. ეს რჩეულობა, გნებავთ – უკიდურესი ინდივიდუალიზმი, თვითმყოფადობა, აქცევს მას ყოველთვის საინტერესო, ყურადღებამისაქცევ ავტორად.
 
კრებულში სხვადასხვა დროს დაწერილმა ნოველებმა მოიყარა თავი. უხსოვარი, კარგად დავიწყებული ძველის განცდასთან ერთად, მწერალი ისეთ სიახლესაც გთავაზობთ, რომელსაც მხოლოდ ნამდვილი მკითხველის გუმანი იცნობს და რომელიც ნებისმიერ დროსა და სივრცეში თანამედროვე და აქტუალურია.


სხვა სიახლეები
  •  განსაკუთრებული შეთავაზება მკითხველს
    05/11/2024
    15 ნოებრის ჩათვლით, გვეწვიეთ წიგნის მაღაზიაში „ინტელექტი“ (ვახუშტი ბაგრატიონის #75) და             ...
    ვრცლად
  • გაეცანით გრიფირების კონკურსში გამარჯვებულ სახელმძღვანელოებს
    23/06/2023
    ვულოცავთ ჩვენს ავტორებს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში გამარჯვებას! გაეცანით მოსწავლისა და...
    ვრცლად
  • მალე – მათემატიკის ავტორების დისტანციური კონსულტაციები
    20/07/2021
    2021-22 სასწავლო წლიდან გამომცემლობა „ინტელექტი“ და მათემატიკის I-XII კლასების გრიფირებული სასკოლო...
    ვრცლად