29 სექტემბერს, 15:00 საათზე, ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართება შეხვედრა მთარგმნელ გია ბერაძესთან. შეხვედრის ფარგლებში გია ბერაძე წარადგენს მის მიერ ნათარგმნ ორი წიგნს:
ჯეიმს ჯოისი – ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას
დასწრება თავისუფალია!
მის: ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა (ლილი ნუცუბიძის N1)
გადარჩენილის მთავარ გმირს – ჰიუ გლასს, რომელიც კლდოვანი მთების ბეწვეულის კომპანიაში მუშაობდა, 1823 წელს დათვი გრიზლი დაესხა თავს და დაასახიჩრა. მომაკვდავი თანამეგზურებმა მიატოვეს, მათ შორის იმ ორმაც, მისი მოვლა რომ ევა ლებოდათ. გლასი გადარჩა და დამნაშავეებზე შურის საძიებლად გაემართა.
სწორედ აქ იწყება ჰიუ გლასის გადარჩენის დაუჯერებელი ამბავი. შურისძიების სურვილი არის ის, რის გამოც
გადარჩენილი იბრძვის სიცოცხლისათვის. გზა გადარჩენისთვის სხვადასხვა ისტორიას აერთიანებს და გვიყვება ადამიანის ხასიათზე – იყოს თანაბრად სუსტიც და ძლიერიც და ჰქონდეს ამოუწურავი შე საძლებლობები.
წიგნი ეფუძნება ისტორიულ ფაქტებს.
რომანი შთაგონების წყარო გახდა ჰოლივუდის კინემატოგრაფისთვის ამავე სახელწოდების ფილმის გადასაღებად, რომელმაც 2016 წელს ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო – ოსკარი დაიმსახურა.
ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას ჯეიმზ ჯოისის პირველი რომანია, რომელიც 1916 წელს გამოქვეყნდა.
ავტობიოგრაფიული რომანის მთავარი გმირი იბრძვის იმ რუტინული საზოგადოებრივი ატმოსფეროს წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს დაიმსგავსოს, თავის თარგზე გამოჭრას იგი. წარსულზე შეყვარებული მამის დარიგებები უაზრო, გაბმულ გუგუნად ჩაესმის და უკვე ამ ასაკში იცის, რომ მამის გზა არ არის მისი. ამაოდ ჩაივლის იეზუიტი აღმზრდელების მრავალწლიანი ღვწა და დედის რჩევები. სტივენი უარყოფს სასულიერო კარიერასაც. მეგობრებს არ მოსწონთ, რომ სტივენი მათგან განსხვავებულია და მის „მოქცევას“ ცდილობენ.
„გახდი ერთ-ერთი ჩვენგანი“, მიმართავს სტივენს მისი სტუდენტობის მეგობარი დავინი. სტივენს ფიზიკური ძალადობისა და დამცირების გადატანის ფასად უწევს საკუთარი აზრისა და გემოვნების დაცვა თანაკლასელი ჰერონისა და მისი ორი კომპანიონისაგან, რომლებიც ცდილობენ ათქმევინონ, რომ ბაირონი არ არის საუკეთესო პოეტი. უფრო მოგვიანებით ის უარს ამბობს შეუერთდეს ეროვნული აღორძინების მოძრაობას, რომელმაც იმ დროს მთელი ირლანდია მოიცვა. „თქვენ გაქვთ უფლება თქვენი გზით იაროთ. მეც მომეცით ნება, ჩემი გზით ვიარო“, ეუბნება სტივენი მათ. „საკუთარი გზით სიარული“ მისთვის ირლანდიის მიტოვება აღმოჩნდა, ისევე როგორც თავად ჯოისისათვის.