arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
სიახლეები
დარიო ფო 90 წლის ასაკში გარდაიცვალა
13/10/2016
იტალიის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ნობელის პრემიის ლაურეატი მწერალი - დარიო ფო 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.
 
დარიო ფოს, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა საკუთარი პოლიტიკური სატირით - ერთი ანარქისტის შემთხვევითი სიკვდილი, ნობელის პრემია 1997 წელს მიენიჭა – „მას, ვინც ამა ქვეყნის ხელისუფალთა გაქილიკებისა და ჩაგრულთა ღირსების დაცვისას შუა საუკუნეების ყველა ოხუნჯი დაჯაბნა“.
 
„მხურვალე მადლობას გწირავთ ყველა მოხეტიალე მსახიობის, მასხარის, კლოუნის, ჯამბაზისა და მუცლითმეზღაპრის სახელით!“ – ამ სიტყვებით მიესალმა 1997 წელს, შვედეთის აკადემის წევრებს, იტალიელი ნობელიანტი.
 
იტალიური მედიის ინფორმაციით, მწერალს თვეების განმავლობაში ფილტვები აწუხებდა, ბოლო 12 დღის განმავლობაში კი ჰოსპიტალიზებული იყო.
 
ინტელექტმა პირველად გამოსცა ქართულად დარიო ფოს კრებული, სადაც ორი პიესაა შესული: ერთი ანარქისტის შემთხვევითი სიკვდილი (თარგმნა ილია გასვიანმა) და იოჰან პადანი (თარგმნა მარიეტა ჩიხლაძემ). წიგნს თან ერთვის დარიო ფოს სანობელო ლექცია.
 
 


სხვა სიახლეები
  •  განსაკუთრებული შეთავაზება მკითხველს
    05/11/2024
    15 ნოებრის ჩათვლით, გვეწვიეთ წიგნის მაღაზიაში „ინტელექტი“ (ვახუშტი ბაგრატიონის #75) და             ...
    ვრცლად
  • გაეცანით გრიფირების კონკურსში გამარჯვებულ სახელმძღვანელოებს
    23/06/2023
    ვულოცავთ ჩვენს ავტორებს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში გამარჯვებას! გაეცანით მოსწავლისა და...
    ვრცლად
  • მალე – მათემატიკის ავტორების დისტანციური კონსულტაციები
    20/07/2021
    2021-22 სასწავლო წლიდან გამომცემლობა „ინტელექტი“ და მათემატიკის I-XII კლასების გრიფირებული სასკოლო...
    ვრცლად