arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
სიახლეები
ჯან-მარი გუსტავ ლე კლეზიოს „აფრიკელის“ წარდგინება
19/10/2016
19 ოქტომბერს, 19 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გიწვევთ ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიოს წიგნის – აფრიკელი – (ფრანგულიდან თარგმნა დალი იაშვილმა) წარდგინებაზე.
 
ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიოს აფრიკელი  ინტიმური ავტობიოგრაფიული რომანია, რომელიც მწერალმა 64 წლის ასაკში დაწერა. ლე კლეზიო წერს აფრიკელზე, მამაზე, რომელმაც, ბრიტანეთის უნივერსიტეტის ტროპიკული დაავადებების სპეციალობის დამთავრების შემდეგ ცხოვრების ოცი წელი არა მარტო კეთროვანთა და მალარიით დაავადებულთა მკურნალობას შესწირა, არამედ კოლონიურ საზოგადოებასთან ბრძოლასაც. ის ოგოჟაში, კროს რივერის ამ მხარეში ერთადერთი ექიმი იყო და ყველაფერს მარტო აკეთებდა. 1948 წელს ნანგრევებად ქცეული საფრანგეთი 8 წლის ჟან-მარიმ ძმასთან და დედასთან ერთად დატოვა და სატვირთო გემით აფრიკისკენ გაემართა. სწორედ აქ, კაიუტაში, მოსწავლის ორ რვეულში, დაიწყო თავისი პირველი რომანების წერა.
 
ლე კლეზიოსთვის აფრიკა ნამდვილი თავისუფლება იყო: წელიწადის დროთა მძვინვარება, თავისუფალი ცხოვრების ბედნიერება, სავანაში ფეხშიშველი სირბილით ტკბობა, ტერმიტების უზარმაზარი ბუდეების ნგრევის სიამოვნება, უსაზღვრო ტყე-ველებში სამუდამოდ ჩაკარგვის სურვილი. ველური ბავშვის ეს ოცნება ორი წელი გაგრძელდა, მაგრამ ოგოჟათი აღფრთოვანება, წარსულის გახსენება და სინანული, რომ მამის გაგება და შეყვარება ვერ შეძლო, მწერალს მთელი ცხოვრება გაჰყვა. 
 
აფრიკელი  მთავარი წიგნია ლე კლეზიოს შემოქმედების გასაგებად. რომანი მსოფლიოს მრავალ ენაზეა თარგმნილი.
 
წიგნი გამოიცა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით.
 
► იხილეთ ღონისძიება ფეისბუკზე
დასწრება თავისუფალია!
მის: ლადო გუდიაშვილის N7


სხვა სიახლეები
  •  განსაკუთრებული შეთავაზება მკითხველს
    05/11/2024
    15 ნოებრის ჩათვლით, გვეწვიეთ წიგნის მაღაზიაში „ინტელექტი“ (ვახუშტი ბაგრატიონის #75) და             ...
    ვრცლად
  • გაეცანით გრიფირების კონკურსში გამარჯვებულ სახელმძღვანელოებს
    23/06/2023
    ვულოცავთ ჩვენს ავტორებს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში გამარჯვებას! გაეცანით მოსწავლისა და...
    ვრცლად
  • მალე – მათემატიკის ავტორების დისტანციური კონსულტაციები
    20/07/2021
    2021-22 სასწავლო წლიდან გამომცემლობა „ინტელექტი“ და მათემატიკის I-XII კლასების გრიფირებული სასკოლო...
    ვრცლად