arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
სიახლეები
შეხვედრა ეთერ თათარაიძესთან
27/10/2016
27 ოქტომბერს, 19:00 საათზე, წიგნის მაღაზიაში შაქრო ბაბუა გაიმართება შეხვედრა ეთერ თათარაიძესთან. 
 
შეხვედრაზე ეთერ თათარაიძე ისაუბრებს თავისი ორი წიგნის – დევიღუპეთ! და დემონოლოგიური თქმულებები – შესახებ.
 
 
 
„1998 წლის 30 ივლისს გამომცემლობაში მეწვია თენგიზ მირზაშვილი და სხვათაშორის მიამბო ეთერ თათარაიძის ახლობლების – შინაბერა დების შესახებ (გვარს ყოველი შემთხვევისათვის ვერ ვასახელებ!): სამოცი წლისანები არიან, აქვთ განსაკუთრებული და გასაოცარი ხატოვანი გურულ-იმერული მეტყველება. ეთერი მალულად იწერს მათ ნაამბობს, მაგრამ წაკითხვა არ კმარა, ეთერს უნდა მოუსმინო, რომ მარილი არ დააკლდეს. წავიდეთ და ეხლავე მოგასმენინებო. მე ვუთხარი, ერთი საათის შემდეგ ჩემს ირაკლის ველოდები-მეთქი. მაშინ დაურეკა ეთერ თათარაიძეს, გაესაუბრა, გადმომცა ყურმილი და მოვისმინე მაგრამ რა მოვისმინე! ეს იყო კილოკავებით შეზავებული ზეპირსიტყვაობის შედევრები. ერთი საათი ისე გავიდა, ვერ გავიგე. ირაკლი დამადგა თავზე და იძულებული გავხდი მოსმენა შემეწყვიტა. ეთერს ვთხოვე, დიქტოფონით გააგრძელე მალული ჩაწერა და მერე კასეტაზე გადაიტანე-მეთქი.
 
სხვათაშორის, ეთერი შესანიშნავი იმიტატორი აღმოჩნდა“. (ვახტანგ ჯავახაძე)
 
„ამ წიგნს 1982 წლიდან ვწერდი. გამოდის, რომ ბოლო სამი ათწლეულის ქართულმა ყოფით-პოლიტიკურმა სინამდვილემ მოიყარა აქ თავი.
 
თქვენს ხელთაა ცრემლითა და ღიმილით (ამასთან, ლიხსიქითური საქართველოს უსაზღვრო სიყვარულით) ნაწერი წიგნი, რომელმაც შეიძლება კიდევ ერთხელ დაგაფიქროთ უღვთოდ დაღლილი და განაწამები ჩვენი ხალხის ბედისწერასა და გამძლეობის საიდუმლოზე“. (ეთერ თათარაიძე)
 
 
 
 
„რამდენიც უნდა იმუშაო მასალის შეკრებაზე, ამ მასალის ნაწილების გამორკვევაზე, შრომა მაინც დაუმთავრებელი რჩება. გარანტია არა გაქვს, რომ მასალა არ დაგრჩა შეუკრებელი, ანდა რომელიმე წვრილმანი შეუმჩნეველი, რასაც შეიძლება ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს. ეს საზოგადოდ, კერძოდ კი ფოლკლორის სფეროში ეს მომენტი უფრო გამძაფრებულია. იქ, სადაც მასალის შეკრება და ყოველი წვრილმანის გამოკვლევა ხანგრძლივად და სისტემატურად სწარმოებს, ასეთი ჩივილი ჩვეულებრივია, და ჩვენში ხომ, შეიძლება ითქვას, ჯერ ყამირი არის გასატეხი და, რასაკვირველია, მდგომარეობა უფრო რთულია და ძნელი. მე იმის თქმა არ მინდა, რომ აქამდე არავითარი მუშაობა არ წარმოებულა ფოლკლორული მასალის შეკრებისა და შესწავლის მხრივ. არა... მაგრამ ის მუშაობა იმდენად მცირე იყო და უსისტემო, რომ მკვლევარს ძალიან ცოტა დახმარებას უწევს. აი, წიგნს ჯერ სტამბის კუპრი არ აშრობია და უკვე ვხედავ, რამდენი რამ გამომრჩენია, როგორც ტექსტში, ისე შენიშვნებში. რამდენი მასალა ყოფილა კიდევ ისეთი, რომელიც ამ წიგნში უნდა შესულიყო და რომელიც ამ წიგნის აწყობის შემდეგ შევკრიბე“.
(ვახტანგ კოტეტიშვილი)
 
 
► იხილეთ ღონისძიება ფეისბუკზე
დასწრება თავისუფალია!
მის: ილია ჭავჭავაძის გამზ. 17ბ.


სხვა სიახლეები
  •  განსაკუთრებული შეთავაზება მკითხველს
    05/11/2024
    15 ნოებრის ჩათვლით, გვეწვიეთ წიგნის მაღაზიაში „ინტელექტი“ (ვახუშტი ბაგრატიონის #75) და             ...
    ვრცლად
  • გაეცანით გრიფირების კონკურსში გამარჯვებულ სახელმძღვანელოებს
    23/06/2023
    ვულოცავთ ჩვენს ავტორებს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში გამარჯვებას! გაეცანით მოსწავლისა და...
    ვრცლად
  • მალე – მათემატიკის ავტორების დისტანციური კონსულტაციები
    20/07/2021
    2021-22 სასწავლო წლიდან გამომცემლობა „ინტელექტი“ და მათემატიკის I-XII კლასების გრიფირებული სასკოლო...
    ვრცლად