arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
სიახლეები
რეზო თაბუკაშვილის რომანის – „13 დღე“ – წარდგინება
09/11/2016
9 ნოემბერს, 18:30 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში გიწვევთ რეზო თაბუკაშვილის რომანის – 13 დღე – წარდგინებაზე!
 
 
რის ან როგორ ხსოვნას ინახავენ ადამიანთა „დალეწილი სულები“, ვიდრე მათ უცხო, გარეშე თვალი დააკვირდება? – ეს „მწერლური“ კითხვა ბუნებრივი დასაწყისია დიდი და დრამატული თავგადასავლისა, რომელსაც რომანში წაიკითხავთ.
 
ექიმის (ფსიქოთერაპევტის) და პაციენტის ურთიერთობა, მათი დაძაბული და პროფესიული პასუხისმგებლობით შენიღბული სიახლოვე; საიდუმლო, რომელიც თანაბრად ნაწილდება მკურნალზეც და ავადმყოფზეც; ცხოვრება თავისი შემზარავი ტკივილებით და ბედნიერებით; პერსონაჟები, რომლებსაც ვერ დაყოფ „დადებით“ და „უარყოფით“ გმირებად, რადგან თითოეულში არის რაღაც განუმეორებლად საინტერესო და აუცილებელი, სიცოცხლის ვეებერთელა ტილოს შესაქმნელად – ეს ყველაფერი ჩამთრევი და ლაღი თხრობით, მეტატექსტური ექსპრესიითაა გადმოცემული და რაც ყველაზე მთავარია, ერთხელ წაკითხვის შემდეგ მასთან ხელმეორედ მიბრუნების სურვილს იგრძნობთ – იდუმალების განცდის გასახანგრძლივებლად, უბრალოდ, კარგი წიგნისგან მოგვრილი სიამოვნების გასაბევრებლად.
 
 
 
► იხილეთ ღონისძიება ფეისბუკზე
დასწრება თავისუფალია!
მის: ივანე მაჩაბლის N13 
 
 
► იხილეთ ფოტოგალერეა
 


სხვა სიახლეები
  •  განსაკუთრებული შეთავაზება მკითხველს
    05/11/2024
    15 ნოებრის ჩათვლით, გვეწვიეთ წიგნის მაღაზიაში „ინტელექტი“ (ვახუშტი ბაგრატიონის #75) და             ...
    ვრცლად
  • გაეცანით გრიფირების კონკურსში გამარჯვებულ სახელმძღვანელოებს
    23/06/2023
    ვულოცავთ ჩვენს ავტორებს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში გამარჯვებას! გაეცანით მოსწავლისა და...
    ვრცლად
  • მალე – მათემატიკის ავტორების დისტანციური კონსულტაციები
    20/07/2021
    2021-22 სასწავლო წლიდან გამომცემლობა „ინტელექტი“ და მათემატიკის I-XII კლასების გრიფირებული სასკოლო...
    ვრცლად