arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
სიახლეები
ნინო სადღობელაშვილის წიგნის – „ოქროს ხმალი“ – წარდგინება
04/11/2016
4 ნოემბერს, 19:00 საათზე, მწერალთა სახლში განძის თეატრის მეორე წიგნის – ოქროს ხმალი  წარდგინება გაიმართება.
 
განძის თეატრი ნინო სადღობელაშვილის სათავგადასავლო სერიის საერთო სახელწოდებაა. ამ სერიის ფარგლებში უკვე მეორე წიგნი გამოიცა. სერია იქმნება  კომპანია AMG-ს დაკვეთით და ინტელექტმა გამოსცა. პირველმა წიგნმა –  შვიდის სიმღერის საიდუმლო – 2015-2016 წლებში ორი მნიშვნელოვანი ლიტერატურული პრემია აიღო – თბილისის საკრებულოს ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის პრემია ჟიურის სპეციალური პრიზი  და მწერალთა სახლის პრემია ლიტერა.
 
ფენტეზის ჟანრში შექმნილი ეს სერია ქართულ მითებს, ლეგენდებს, ფოლკლორს ეყრდნობა. ორი მოზარდის –ხევსური გოგონას და სოხუმიდან დევნილი ბიჭის თავგადასავალში  მითოლოგიური გმირები აქტიურად მონაწილეობენ.
 
მეორე წიგნს ოქროს ხმალი ჰქვია. პირველი წიგნისგან განსხვავებით (რომელშიც საქართველოს მთის ფოლკლორი და მითოლოგიაა გამოყენებული), ოქროს ხმალი ზღვის მითებს და ლეგენდებს, დასავლეთ საქართველოს ფოლკლორს ეყრდნობა.
 
განძის თეატრის მკითხველები არიან 12 წლიდან ზევით, ნებისმიერი ასაკის ადამაინები, ვისაც უყვარს ჟანრული ლიტერატურა.
 
მწერალი აგრძელებს სერიაზე მუშაობას და სულ მალე მესამე წიგნსაც იხილავს მკითხველი. პარალელურად, მხატვარ ვარლამ ჯმუხაძის მიერ იქმნება სერიის კომიქსი, რომელიც ასევე მალე გამოვა მკითხველების წინაშე. იგეგმება განძის თეატრის თარგმნა სხვადასხვა ენაზე. 


სხვა სიახლეები
  •  განსაკუთრებული შეთავაზება მკითხველს
    05/11/2024
    15 ნოებრის ჩათვლით, გვეწვიეთ წიგნის მაღაზიაში „ინტელექტი“ (ვახუშტი ბაგრატიონის #75) და             ...
    ვრცლად
  • გაეცანით გრიფირების კონკურსში გამარჯვებულ სახელმძღვანელოებს
    23/06/2023
    ვულოცავთ ჩვენს ავტორებს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში გამარჯვებას! გაეცანით მოსწავლისა და...
    ვრცლად
  • მალე – მათემატიკის ავტორების დისტანციური კონსულტაციები
    20/07/2021
    2021-22 სასწავლო წლიდან გამომცემლობა „ინტელექტი“ და მათემატიკის I-XII კლასების გრიფირებული სასკოლო...
    ვრცლად