arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
სიახლეები
კოტე ყუბანეიშვილის წიგნის – „ნოსტალგია“ – წარდგინება
20/12/2016
20 დეკემბერს, 20:00 საათზე, სასტუმრო თბილისი რუმსში – „კოტეს ოთახში“, გაიმართება პოეტ კოტე ყუბანეიშვილის 65 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება, ასევე მისი ახალი წიგნის – ნოსტალგია – წარდგინება და სხვადასხვა დოკუმენტური კადრიდან შექმნილი 90-იანი წლების ვიდეოკოლაჟის ჩვენება.
 
 
 
„1994 წელს მე, ირაკლი ჩარკვიანი, ლადო ბურდული და კიდევ რამდენიმე მუსიკოსი კელნში Svan Song-ის ჩასაწერ სტუდიაში შევიკრიბეთ.
 
Svan Song-ი – ირაკლის პირველი ალბომი, სვანი კი ირაკლის მეფემდელი ალტერ ეგო იყო.
 
ალბომის ყველა სიმღერა დღეს ჰიტია, მაშინ კი ძალიან ვღელავდით – პირველად ევროპაში დაგვპატიჟეს, სერიოზულ სტუდიაში. ეს იმ დროისთვის წარმოუდგენელი პროექტი იყო.
 
ამის შემდეგ კელნში კიდევ ერთი თვე დავრჩი ლუკა ლასარეიშვილთან, შემდეგ კი პარიზში წავედი ავტოსტოპით.
 
პარიზში გელა წულაძეს სტუდია ჰქონდა, სადაც მისი უფროსი ძმა და ჩემი მეგობარი ლუკა წულაძე ცხოვრობდა.
 
კელნამდე მე და ირაკლი უკვე ერთად ნამყოფი ვიყავით ბერლინში, სადაც გამოვედით ლიტერატურულ სახლში, მაიაკოვსკის მოედანზე. გამოსვლისთვის საგანგებოდ ვათარგმნინეთ რამდენიმე ლექსი გერმანულად. სწორედ ეს ლექსები და ორი თარგმანი მე და გელამ ვაქციეთ წიგნად, რომელიც 48-ფურცლიან რვეულში, გერმანელი მხატვრის, მორის გოცეს ნახატებით კოლაჟის სტილში ავწყვეთ.
 
შარშან, ლუკას გარდაცვალების შემდეგ, გელამ მთელი არქივი ჩამოიტანა პარიზიდან. ეს რვეულიც მაშინ აღმოაჩინა და მე გადმომცა.
 
ძალიან გამიხარდა: ეს ჩემი ერთ-ერთი პირველი ლექსებია და თან კარგად ასახავს 90-იანი წლების თბილისს. 
 
რაც შეეხება წიგნის სახელს – ნოსტალგია, ინეკე სმიტისა და ტატო კოტეტიშვილის ფილმის გამოხმაურებაა. ის ზუსტად 90-იან წლებშია გადაღებული – მთელი სურათის განმავლობაში ვკითხულობ ლექსებს და თან დოკუმენტური კადრების ფონზე ვყვები, რა ხდებოდა საქართველოში და უმთავრესად, თბილისში“. (ავტორის წინასიტყვაობიდან)
 
 
► იხილეთ ღონისძიება ფეისბუკზე
დასწრება თავისუფალია!
მის: მერაბ კოსტავას N14 (Rooms Hotel Tbilisi)


სხვა სიახლეები
  •  განსაკუთრებული შეთავაზება მკითხველს
    05/11/2024
    15 ნოებრის ჩათვლით, გვეწვიეთ წიგნის მაღაზიაში „ინტელექტი“ (ვახუშტი ბაგრატიონის #75) და             ...
    ვრცლად
  • გაეცანით გრიფირების კონკურსში გამარჯვებულ სახელმძღვანელოებს
    23/06/2023
    ვულოცავთ ჩვენს ავტორებს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში გამარჯვებას! გაეცანით მოსწავლისა და...
    ვრცლად
  • მალე – მათემატიკის ავტორების დისტანციური კონსულტაციები
    20/07/2021
    2021-22 სასწავლო წლიდან გამომცემლობა „ინტელექტი“ და მათემატიკის I-XII კლასების გრიფირებული სასკოლო...
    ვრცლად