arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
სიახლეები
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე 2017
16/02/2017
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით საქართველოში 16 თებერვალს უკვე მეორედ აღინიშნება წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე! ღონისძიების ოფიციალური პარტნიორია საერთაშორისო ორგანიზაცია Litworld
 
წელს ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებებით დატვრითული წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე იგეგმება.
 
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ, ღონისძიებაში მონაწილეთა რაოდენობა 31 მილიონამდე აღწევს.
 
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცის მიზანია, საქართველო კიდევ ერთხელ შეუერთდეს ამ საერთაშორისო ინიციატივას და გახდეს მსოფლიოს ამ მასშტაბური ღონისძიების ნაწილი, საქართველო და მისი ქალაქები მოხსენიებული იყოს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქების გვერდით. ჩაერთოს ბევრი ადამიანი და ვიკითხოთ წიგნი მსოფლიოსთან ერთად.
 
მნიშვნელოვანია ასევე ღონისძიების მასშტაბურობა – ლოკალური და რეგიონული მასშტაბით წიგნის ავტორების, უნივერსიტეტების, სკოლების, წიგნის მაღაზიებისა და კულტურის ცენტრების ჩართულობა, რათა ხელი შეეწყოს საქართველოში წიგნის პოპულარიზაციას. წიგნის კითხვის დღე საქართველოში წიგნთან დაკავშირებულ პროცესებს უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს გახდის.
 
აღსანიშნავია, რომ საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ღიაა კერძო ინიციატივების მისაღებადაც. თითოეულ თქვენგანს ენიჭება საშუალება დამოუკიდებლადაც მოიფიქროს ორიგინალური ფორმატი და ასოციაციის ქოლგის ქვეშ შეუერთდეს ამ დღის ჩვენს ქვეყანაში აღნიშვნის ინიციატივას. მოგვაწოდეთ ფოტო და ვიდეო მასალა, რომელსაც სიამოვნებით გამოვაქვეყნებთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე.
 
პარალელურად უკვე მიმდინარეობს ფეისბუქგამოწვევის კამპანია. წაგვიკითხეთ თქვენ მიერ დაწერილი ან თქვენი საყვარელი მხატვრული ტექსტი, 16 თებერვლამდე ჩაწერეთ ვიდეო, ატვირთეთ და გაგვიზიარეთ, გამოიწვიეთ მეგობრები და მათაც სთხოვეთ იგივე.
 
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე დაიხურება 16 თებერვალს 19:00-ზე საქართველოს მწერალთა სახლში გამართული დასკვნითი, შემაჯამებელი ღონისძიებით, სადაც გამოვლინდება და დაჯილდოვდება წლის წიგნის ქომაგი. შარშან ეს ჯილდო ლევან ბერძენიშვილს გადაეცა. 
 
გამომცემლობა ინტელექტი და ჩვენი ავტორებიც უერთდებიან ამ დღეს და ისინი თბილისისა და რეგიონების მასშტაბით სხვადასხვა ადგილებში წაიკითხავენ ფრაგმენტებს საკუთარი წიგნებიდან.


სხვა სიახლეები
  •  განსაკუთრებული შეთავაზება მკითხველს
    05/11/2024
    15 ნოებრის ჩათვლით, გვეწვიეთ წიგნის მაღაზიაში „ინტელექტი“ (ვახუშტი ბაგრატიონის #75) და             ...
    ვრცლად
  • გაეცანით გრიფირების კონკურსში გამარჯვებულ სახელმძღვანელოებს
    23/06/2023
    ვულოცავთ ჩვენს ავტორებს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში გამარჯვებას! გაეცანით მოსწავლისა და...
    ვრცლად
  • მალე – მათემატიკის ავტორების დისტანციური კონსულტაციები
    20/07/2021
    2021-22 სასწავლო წლიდან გამომცემლობა „ინტელექტი“ და მათემატიკის I-XII კლასების გრიფირებული სასკოლო...
    ვრცლად