arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
სიახლეები
გელა ჩარკვიანის „ნაგერალა“ – პრეზენტაცია
30/03/2015

ორშაბათს, 30 მარტს, 19:00 საათზე გამომცემლობა „ინტელექტი“ და „ბიბლუს გალერი“ გიწვევთ გელა ჩარკვიანის ჩანაწერების წიგნის – ნაგერალას პრეზენტაციაზე!

 

ღონისძიებაზე გელა ჩარკვიანი წარადგენს გამომცემლობა „არტანუჯის" მიერ გამოცემულ მის სხვა წიგნებსაც:

 

✔ „ინტერვიუ მამასთან“
✔ „ნარგიზა“

 

და ასევე გელა ჩარკვიანის რედაქციით ახალახანს გამოცემულ წიგნს:

 

✔ კანდიდ ჩარკვიანი – „სტალინთან ურთიერთობის ეპიზოდები“

 

პრეზენტაციაზე გელა ჩარკვიანი შეასრულებს „ირაკლიანას“ – სამი საფორტეპიანო სიუიტისგან შემდგარ ტრიფტიქს, რომელიც გელა ჩარკვიანმა ირაკლის და ნანას მიუძღვნა და ასევე კომპოზიციას „ნარგიზადან“, რომელიც გახლავთ მუსიკალური დრამა ორ მოქმედებად.

 

დასწრება თავისუფალია!
მისამართი: ჭავჭავაძის გამზირი 7.

 



სხვა სიახლეები
  •  განსაკუთრებული შეთავაზება მკითხველს
    05/11/2024
    15 ნოებრის ჩათვლით, გვეწვიეთ წიგნის მაღაზიაში „ინტელექტი“ (ვახუშტი ბაგრატიონის #75) და             ...
    ვრცლად
  • გაეცანით გრიფირების კონკურსში გამარჯვებულ სახელმძღვანელოებს
    23/06/2023
    ვულოცავთ ჩვენს ავტორებს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში გამარჯვებას! გაეცანით მოსწავლისა და...
    ვრცლად
  • მალე – მათემატიკის ავტორების დისტანციური კონსულტაციები
    20/07/2021
    2021-22 სასწავლო წლიდან გამომცემლობა „ინტელექტი“ და მათემატიკის I-XII კლასების გრიფირებული სასკოლო...
    ვრცლად