arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
სიახლეები
ქართული წიგნის გადასარჩენად!
30/04/2015
ადრესატი: საქართველოს პარლამენტი , საქართველოს მთავრობა

 

 

ქართული წიგნის გადასარჩენად

 

 

მოგეხსენებათ, 2018 წელს საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. ეს არის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება, სადაც ამ სტატუსით მონაწილეობა გულისხმობს: ქართული მწერლობისა და ზოგადად ქართული კულტურის პოპულარიზაციას, ამ სფეროში მოღვაწე ადამიანების წარმოჩენას. მოვლენას აქვს პოლიტიკური მნიშვნელობაც – ეს ხელს შეუწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას და გაზრდის ინტერესს ჩვენი ქვეყნის მიმართ.

ამისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი გამომცემლობების მხარდაჭერა და გაძლიერება.

– გაკოტრდა ან გაკოტრების პირასაა ქართული გამომცემლობების მნიშვნელოვანი ნაწილი.

– გაძვირდა მხატვრული, შემეცნებითი და სამეცნიერო ლიტერატურა, საგრძნობლად შემცირდა წიგნების ტირაჟები.

– გასული საუკუნის 90-იანი წლების მსგავსად, შავ ბაზარზე ისევ გაჩნდა აღურიცხავი და კონტრაფაქციული წიგნები.

წიგნი, როგორც კულტურის სახე და პრესტიჟი, საზოგადო, საერთო ეროვნული მოვლენაა და არა მხოლოდ კერძო ინტერესის საგანი. სასკოლო სახელმძღვანელოების გამომცემლები სახელმწიფო სუბსიდიებს არასოდეს იღებდნენ და არც ითხოვდნენ. ამიტომაც არის საჭირო და აუცილებელი, მათ დავუტოვოთ ის, რაც ჯანსაღი კონკურენციის შედეგად მოიპოვეს, და რამაც, კულტურული თვალსაზრისით, გაამართლა (წლების განმავლობაში იბეჭდებოდა არაკომერციული სამეცნიერო, მხატვრული, შემეცნებითი ლიტერატურა, არაქართულენოვანი სკოლების სახელმძღვანელოები).  

 

 

გამომცემლობა „არტანუჯი“                       ზვიად კვარაცხელია

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა          თინათინ მამულაშვილი

გამომცემლობა „დიოგენე“                          თამარ ლებანიძე

გამომცემლობა „ინტელექტი“                    კახმეგ კუდავა

გამომცემლობა „მერიდიანი“                     კახაბერ რუსიძე

გამომცემლობა „პედაგოგიკა“                   ირინა რუხაძე

გამომცემლობა „სიესტა“                             ქეთევან კიღურაძე

გამომცემლობა „სწავლანი“                        ნინო ნაკუდაშვილი    

ქარჩხაძის გამომცემლობა                           გია ქარჩხაძე

 

23 აპრილი, 2015

პატივისცემით, 

გვანცა ჯობავა

 

თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია ქართული წიგნის ბედი, გთხოვთ, გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე, გაეცნოთ პეტიციას და მოაწეროთ ხელი! პეტიცია

 



სხვა სიახლეები
  •  განსაკუთრებული შეთავაზება მკითხველს
    05/11/2024
    15 ნოებრის ჩათვლით, გვეწვიეთ წიგნის მაღაზიაში „ინტელექტი“ (ვახუშტი ბაგრატიონის #75) და             ...
    ვრცლად
  • გაეცანით გრიფირების კონკურსში გამარჯვებულ სახელმძღვანელოებს
    23/06/2023
    ვულოცავთ ჩვენს ავტორებს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში გამარჯვებას! გაეცანით მოსწავლისა და...
    ვრცლად
  • მალე – მათემატიკის ავტორების დისტანციური კონსულტაციები
    20/07/2021
    2021-22 სასწავლო წლიდან გამომცემლობა „ინტელექტი“ და მათემატიკის I-XII კლასების გრიფირებული სასკოლო...
    ვრცლად