arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
სიახლეები
კატო ჯავახიშვილის წიგნის – „იავნანა კაცებისთვის“ – პრეზენტაცია
13/05/2015

13 მაისს, 19:00 საათზე გამომცემლობა „ინტელექტი“ მწერალთა სახლში გიწვევთ კატო ჯავახიშვილის ახალი წიგნის – „იავნანა კაცებისთვის“ – პრეზენტაციაზე!

 

„წუხელის მოვრჩი ღმერთგახდილი და გულ(გ)ახდილი პოეტის კატო ჯავახიშვილის ახალი წიგნის ხელნაწერის კითხვას, რაც მთელი კვირის უძილობად დამიჯდა! არადა, წიგნს „იავნანა“ გვიქვია, „იავნანა კაცებისთვის“. იავნანა იმად მოიგონეს, რომ ძილი მოჰგვაროს ადამიანს, თუნდაც კაცს, კატოს იავნანა კი აღვიძებს, აფხიზლებს და ძილს უფრთხობს მკითხველს, მეტადრე – მამაკაცს, უფრო მეტადრე – თავმოყვარეს, კიდევ უფრო მეტადრე – პოეტს. მე, როგორც ავტორის მიერ ამ წიგნის რედაქტორად გამორჩეულმა (ერთ-ერთმა) პირველმა მკითხველმა, დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა: ეს წიგნი ყველა თავმოყვარე მამაკაცმა პოეტმა უნდა წაიკითხოს.
არათავმოყვარემ და არაპოეტმა – მითუმეტეს.
არც ქალებს აწყენთ, სხვათა შორის.
ბავშვები? ბავშვები არა, ბავშვებისთვის ჯერ ადრეა.

ქატო იქა, კატო აქა“. (პაატა ნაცვლიშვილი)

დასწრება თავისუფალია!
მის: თბილისი, ივ. მაჩაბლის ქ. N13



სხვა სიახლეები
  •  განსაკუთრებული შეთავაზება მკითხველს
    05/11/2024
    15 ნოებრის ჩათვლით, გვეწვიეთ წიგნის მაღაზიაში „ინტელექტი“ (ვახუშტი ბაგრატიონის #75) და             ...
    ვრცლად
  • გაეცანით გრიფირების კონკურსში გამარჯვებულ სახელმძღვანელოებს
    23/06/2023
    ვულოცავთ ჩვენს ავტორებს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში გამარჯვებას! გაეცანით მოსწავლისა და...
    ვრცლად
  • მალე – მათემატიკის ავტორების დისტანციური კონსულტაციები
    20/07/2021
    2021-22 სასწავლო წლიდან გამომცემლობა „ინტელექტი“ და მათემატიკის I-XII კლასების გრიფირებული სასკოლო...
    ვრცლად