arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
სიახლეები
მილორად პავიჩის მეუღლე, სერბი მწერალი იასმინა მიხაილოვიჩი „ინტელექტის“ მოწვევით საქართველოში ჩამოდის
25/05/2015

გამომცემლობა ინტელექტის ოფიციალური მოწვევით 25-29 მაისს საქართველოს ეწვევა სერბი მწერალი იასმინა მიხაილოვიჩი, გამოჩენილი სერბი მწერლის მილორად პავიჩის მეუღლე, რომელიც თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის განსაკუთრებული სტუმარი იქნება. მასთან ერთად თბილისს ესტუმრება მილორად პავიჩისა და იასმინა მიხაილოვიჩის ლიტერატურული აგენტი სტეფანო ბისაჩი. მის ვიზიტთან დაკავშირებით ინტელექტის გამოსცემს იასმინა მიხაილოვიჩის წიგნს „ხაზართა ზღვის ნაპირებზე“ და მილორად პავიჩის 6 წიგნს:

• „ხაზარული სიტყვისკონა“
• „უკანასკნელი სიყვარული კონსტანტინოპოლში“
• „ჩაით დახატული პეიზაჟი“
• „სხვა სხეული“
• „შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა“
• „უნიკალური ეგზემპლარი“

ახალ გამოცემებს იასმინა მიხაილოვიჩი თავად წარადგენს და ისაუბრებს მილორად პავიჩის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე.

28 მაისი, 13:00 – მონაწილეობა თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ოფიციალური გახსნის ცერემონიალში (ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონი);

14:00 – იასმინა მიხაილოვიჩისა და მილორად პავიჩის წიგნების პრეზენტაცია თბილისის წიგნის ფესტივალის მთავარ სცენაზე (ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონი);

პრეზენტაციის შემდეგ გამომცემლობა ინტელექტის სტენდზე ავტოგრაფების დარიგება;

29 მაისი, 19:00 – იასმინა მიხაილოვიჩისა და მილორად პავიჩის წიგნების შემაჯამებელი, მასშტაბური პრეზენტაცია საქართველოს მწერალთა სახლში იასმინა მიხაილოვიჩის, მისი ლიტერატურული აგენტის – სტეფანო ბისაჩის, მთარგმნელებისა და რედაქტორების მონაწილეობით.

დასწრება თავისუფალია!



სხვა სიახლეები
  •  განსაკუთრებული შეთავაზება მკითხველს
    05/11/2024
    15 ნოებრის ჩათვლით, გვეწვიეთ წიგნის მაღაზიაში „ინტელექტი“ (ვახუშტი ბაგრატიონის #75) და             ...
    ვრცლად
  • გაეცანით გრიფირების კონკურსში გამარჯვებულ სახელმძღვანელოებს
    23/06/2023
    ვულოცავთ ჩვენს ავტორებს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში გამარჯვებას! გაეცანით მოსწავლისა და...
    ვრცლად
  • მალე – მათემატიკის ავტორების დისტანციური კონსულტაციები
    20/07/2021
    2021-22 სასწავლო წლიდან გამომცემლობა „ინტელექტი“ და მათემატიკის I-XII კლასების გრიფირებული სასკოლო...
    ვრცლად