arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
სიახლეები
ბესიკ ხარანაულის – „ყვავი ხის წვერზე ისაღამოებს“ – პრეზენტაცია
21/05/2015

21 მაისს, 19:00-ზე, ვაკის მედიათეკაში გამომცემლობა „ინტელექტი“ გიწვევთ ბესიკ ხარანაულის ახალი წიგნის – „ყვავი ხის წვერზე ისაღამოებს“ – პრეზენტაციაზე!

 

„ცხოვრებისგან სხვა არაფრით მისარგებლია, მარტო ასაკით“ – ასეთია განაცხადი წიგნის ავტორისა და მთავარი გმირისა, რომელიც სრულიად ახალი გადასახედიდან იწყებს შემოქმედებით რეფლექსიას – ის 175 წლის პოეტის მდგომარეობაშია, ეს ასაკი მისი ახალი როლია და ახალი სასჯელიც, რომელსაც თვითნებურად იღებს საკუთარ მარტოობაში.

 

ეს ახალი მდგომარეობა (ასაკი, როლი) განაპირობებს კიდეც წიგნის მთავარ თვისებას – სიახლეს, რომელიც მარადიულ (და ბესიკ ხარანაულისთვისაც ძალიან ვისებრივ, მშობლიურ) თემებს განსხვავებული კუთხით წარმოაჩენს: სიკვდილ-სიცოცხლე, სიყვარული და სიძულვილი.

ამ ყველაფერს კი განუმეორებელი თვითირონიის ხიბლი, მოხდენილი იუმორი ახლავს, რაც კიდევ უფრო მეტი ხალისით შეიტყუებს მკითხველს პროზისა და პოეზიის გასაყარზე შექმნილ, თავბრუდამხვევად რთულ და ამავდროულად მსუბუქ წიგნში.

 

დასწრება თავისუფალია!
მისამართი: ვაკის პარკის ტერიტორია.



სხვა სიახლეები
  •  განსაკუთრებული შეთავაზება მკითხველს
    05/11/2024
    15 ნოებრის ჩათვლით, გვეწვიეთ წიგნის მაღაზიაში „ინტელექტი“ (ვახუშტი ბაგრატიონის #75) და             ...
    ვრცლად
  • გაეცანით გრიფირების კონკურსში გამარჯვებულ სახელმძღვანელოებს
    23/06/2023
    ვულოცავთ ჩვენს ავტორებს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში გამარჯვებას! გაეცანით მოსწავლისა და...
    ვრცლად
  • მალე – მათემატიკის ავტორების დისტანციური კონსულტაციები
    20/07/2021
    2021-22 სასწავლო წლიდან გამომცემლობა „ინტელექტი“ და მათემატიკის I-XII კლასების გრიფირებული სასკოლო...
    ვრცლად