გამომცემლობა ინტელექტი გთავაზობთ პროექტს „პავიჩი ქართულად“!
პროექტის ფარგლებში გამომცემლობა ინტელექტის ოფიციალური მოწვევით 25-29 მაისს საქართველოს ეწვევა სერბი მწერალი იასმინა მიხაილოვიჩი, გამოჩენილი სერბი მწერლის მილორად პავიჩის მეუღლე, რომელიც თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის განსაკუთრებული სტუმარი იქნება.
მასთან ერთად თბილისს ესტუმრება მილორად პავიჩისა და იასმინა მიხაილოვიჩის იტალიელი ლიტერატურული აგენტი სტეფანო ბისაჩი, რომელიც იწყებს ახალი ტიპის თანამშრომლობას გამომცემლობა ინტელექტთან, სახელგანთქმული სერბი მწერლის, მილორად პავიჩის გვერდით ოთხი ქართველი ავტორის საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაციისთვისაც იზრუნებს: ნუგზარ შატაიძე, თამაზ ჭილაძე, ბესიკ ხარანაული, ზვიად კვარაცხელია.
აღნიშნულ ვიზიტთან დაკავშირებით ინტელექტი გამოსცემს იასმინა მიხაილოვიჩის წიგნს „ხაზართა ზღვის ნაპირებზე“ და მილორად პავიჩის 6 რომანს:
• „ხაზარული სიტყვისკონა“
• „უკანასკნელი სიყვარული კონსტანტინეპოლში“
• „სხვა სხეული“
• „შვიდი მომაკვდინებლი ცოდვა“
• „უნიკალური ეგზემპლარი“
• „ჩაით დახატული პეიზაჟი“
ახალ გამოცემებს იასმინა მიხაილოვიჩი თავად წარადგენს.
★ 28 მაისი, 13:00 – მონაწილეობა თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ოფიციალური გახსნის ცერემონიალში (ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონი);
14:00 – იასმინა მიხაილოვიჩისა და მილორად პავიჩის წიგნების პრეზენტაცია თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მთავარ სცენაზე (ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონი);
14:30 – გამომცემლობა ინტელექტის სტენდზე ავტოგრაფების დარიგება (ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონი);
★ 29 მაისი, 19:00 – იასმინა მიხაილოვიჩისა და მილორად პავიჩის წიგნების შემაჯამებელი, მასშტაბური პრეზენტაცია საქართველოს მწერალთა სახლში იასმინა მიხაილოვიჩის, მისი ლიტერატურული აგენტის – სტეფანო ბისაჩის, ქართველი მთარგმნელებისა და რედაქტორების მონაწილეობით.
დასწრება თავისუფალია!
მისამართი: „ექსპო ჯორჯია“, წერეთლის გამზ.118
საქართველოს მწერალთა სახლი, ივ. მაჩაბლის ქ. N13