arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
სიახლეები
გამომცემლობა „ინტელექტი“ თბილისის წიგნის XVII საერთაშორისო ფესტივალზე
28/05/2015

28-31 მაისს თბილისის წიგნის XVII საერთაშორისო ფესტივალი ტრადიციულად „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში გაიმართება.

 

თბილისის წიგნის XVII საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გამომცემლობა „ინტელექტი“ გთავაზობთ:

 

★ 28 მაისი, 13:00 - 14:00 – გამოჩენილი სერბი მწერლის მილორად პავიჩის მეუღლის, მწერალ იასმინა მიხაილოვიჩის მონაწილეობა თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ოფიციალური გახსნის ცერემონიალში (ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონი);

 

14:00 - 14:30 – იასმინა მიხაილოვიჩისა და მილორად პავიჩის წიგნების პრეზენტაცია თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მთავარ სცენაზე (ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონი);

 

14:30 -15:00 – გამომცემლობა „ინტელექტის“ სტენდზე ავტოგრაფების დარიგება (ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონი);

 

16:30-17:00 – მაგსად ნურის რომანის „ქალაქის მერი“ (მთარგმნელი იმირ მამედლი) პრეზენტაცია ფესტივალის მთავარ სცენაზე (ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონი);

★ 29 მაისი, 17:00 - 17:30 – ორი ახალი გამოცემის „მოთხრობები საბჭოთა საქართველოზე“ და „ქართული იგავური პროზის ანთოლოგია“ წარდგენა (შემდგენელი თამაზ ვასაძე) თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მთავარ სცენაზე (ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონი);

 

19:00 - 20:30 – იასმინა მიხაილოვიჩისა და მილორად პავიჩის წიგნების შემაჯამებელი, მასშტაბური პრეზენტაცია საქართველოს მწერალთა სახლში იასმინა მიხაილოვიჩის, მისი ლიტერატურული აგენტის – სტეფანო ბისაჩის, ქართველი მთარგმნელებისა და რედაქტორების მონაწილეობით.

★ 30 მაისი, 13:00 - 13:30 – კონსტანტინე ზ. გამსახურდიას ჩანაწერების წიგნის პრეზენტაცია გამომცემლობა „ინტელექტის“ სტენდთან (ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონი);

 

15:00 - 15:30 – ანიკა მექანიკურის მოთხრობების სადებიუტო კრებულის „სახლების მოშინაურება“ წარდგენა თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მთავარ სცენაზე (კომპანია „ჯეოსელი“, გამომცემლობა „ინტელექტი“);

★ 31 მაისი, 14:00 - 14:30 – გამომცემლობა „ინტელექტისა“ და „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის“ ერთობლივი პროექტების პრეზენტაცია: ირაკლი სამსონაძის რომანის „ყურთბალიში“ სომხურენოვანი და ბერძენი ნობელიანტის, გიორგოს სეფერისის პოეტური კრებულის „შემობრუნება“ ქართულენოვანი გამოცემების წარდგენა.

 

15:30 - 16:00 – გიორგი ლეონიძის „ნატვრის ხის“ ახალი, ილუსტრირებული გამოცემის (მხატვარი თეონა ჭანიშვილი) წარდგენა, გამოფენა გამომცემლობა „ინტელექტის“ სტენდთან (ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონი);

 

დასწრება თავისუფალია!

მის: ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონი, წერეთლის გმზ. 118



სხვა სიახლეები
  •  განსაკუთრებული შეთავაზება მკითხველს
    05/11/2024
    15 ნოებრის ჩათვლით, გვეწვიეთ წიგნის მაღაზიაში „ინტელექტი“ (ვახუშტი ბაგრატიონის #75) და             ...
    ვრცლად
  • გაეცანით გრიფირების კონკურსში გამარჯვებულ სახელმძღვანელოებს
    23/06/2023
    ვულოცავთ ჩვენს ავტორებს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში გამარჯვებას! გაეცანით მოსწავლისა და...
    ვრცლად
  • მალე – მათემატიკის ავტორების დისტანციური კონსულტაციები
    20/07/2021
    2021-22 სასწავლო წლიდან გამომცემლობა „ინტელექტი“ და მათემატიკის I-XII კლასების გრიფირებული სასკოლო...
    ვრცლად