arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
სიახლეები
ანიკა მექანიკურის მოთხრობების სადებიუტო კრებულის – „სახლების მოშინაურება“ – პრეზენტაცია
30/05/2015

30 მაისს, 15:00 საათზე, „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში, გამომცემლობა „ინტელექტი“ გიწვევთ ანიკა მექანიკურის მოთხრობების სადებიუტო კრებულის – „სახლების მოშინაურება“ – პრეზენტაციაზე.

წიგნი გაფორმებულია საქართველოს პირველი ლედის – მაკა ჩიჩუას – ნახატებით.
გამოცემის მხარდამჭერია კომპანია „ჯეოსელი“.

დასწრება თავისუფალია!
მის: ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონი, წერეთლის გმზ. 118

 

 

 

ანიკა მექანიკურის მოთხრობები მანდარინის გემოიან საღამოებს ჰგავს, მზიან ამინდში წყალზე თვალდახუჭულ ტივტივს, კიდევ სიზმრის თევზს ან თუნდაც სიზმარჩიტას; ზოგჯერ ომის ძარღვიან, იარაღის ჭერისგან დაკოჟრილ ხელებს, ჯიბეში საიდუმლოდ ჩაცურებულ ირმებიან სათამაშოს ან სულაც ბაბუაწვერას მიწაში ჩარგვით გაცოცხლებულ სურვილს, დედის მოლოდინს, მამას მიმსგავსებულ ხესთან ატირებას, მანათობელ ფორთოხლებს...

მის სამყაროში გრძელთმიან ბებიებს, გოგოდედებს, ჭრელკაბიან ქალიშვილებს და დიდი ადამიანისთვალებიან ბავშვებს კაბაზე აცოცებული ჭიანჭველები, დაშაქრულ-შემწვარი ვაშლები, თბილი რძის სურნელი, პიტნის ჩაი, შავი ბურკა, ზოგჯერ კი ზღვის წყლით ავსებული წყლის პისტოლეტი აკავშირებს და აერთიანებს.

როგორ გინდა გაუძლო?..

მარტივ რჩევას მოგცემთ: გრამატიკის მკაცრი კანონები უნდა დაივიწყოთ, სტილისტურ ჩარჩოებზე უარი თქვათ, მერე კი ბევრი დაითმინოთ, ყველა ნაბიჯი ერთი ზომისა გადადგათ, თავდახრილმა იაროთ, ნასიზმრალი თვალები რომ არავის აჩვენოთ; არც ბნელ აღმართს შეუშინდეთ, არ იფიქროთ, რომ გზას ხელზე გადაიხვევს ვინმე და ფეხქვეშ მიწას გამოგაცლით. აკი, ანიკაც ასე იქცევა, სჯერა, რომ ყველაფერი სიზმარია და მხოლოდ ეს მზიანი დღე, ჭიანჭველების სიცოცხლე და ჩვენი ხელების ჩაკიდებაა სინამდვილე. ჯერ არ იცის, თავიდან ბოლომდე რომ მიწისაა, ამას მერე გაიგებს.

სახლების მოშინაურება თუ გსურთ, ანიკას მკითხველი უნდა გახდეთ. მერე კი, კითხვის პროცესში ზღვის და მანდარინის სურნელს რომ იგრძნობთ, ჩათვალეთ, რომ ყველაფერი კარგად არის (მაკა ლდოკონენი).
 



სხვა სიახლეები
  •  განსაკუთრებული შეთავაზება მკითხველს
    05/11/2024
    15 ნოებრის ჩათვლით, გვეწვიეთ წიგნის მაღაზიაში „ინტელექტი“ (ვახუშტი ბაგრატიონის #75) და             ...
    ვრცლად
  • გაეცანით გრიფირების კონკურსში გამარჯვებულ სახელმძღვანელოებს
    23/06/2023
    ვულოცავთ ჩვენს ავტორებს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში გამარჯვებას! გაეცანით მოსწავლისა და...
    ვრცლად
  • მალე – მათემატიკის ავტორების დისტანციური კონსულტაციები
    20/07/2021
    2021-22 სასწავლო წლიდან გამომცემლობა „ინტელექტი“ და მათემატიკის I-XII კლასების გრიფირებული სასკოლო...
    ვრცლად