arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
სიახლეები
კონსტანტინე ზ. გამსახურდიას ჩანაწერების წიგნის – „რავქნისა ციხე ავაგე“ – პრეზენტაცია
30/05/2015

30 მაისს, 13:00 საათზე, „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში, გამომცემლობა „ინტელექტი“ გიწვევთ კონსტანტინე ზ. გამსახურდიას ჩანაწერების წიგნის – „რავქნისა ციხე ავაგე“ – პრეზენტაციაზე!

დასწრება თავისუფალია!
მის: ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონი, წერეთლის გმზ. 118
 

 

 

ეს პოეტური ჩანაწერები თავიდანვე წიგნად სულაც არ განზრახულიყო. იწერებოდა დროდადრო, იმ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოვლენათა კვალდაკვალ, ყველაზე ძალიან რაც შეძრავდა კონსტანტინე გამსახურდია-უმცროსს, და თანაც განსჯა ყოველთვის გარკვეულ კომპოზიციურ ქარგაში მოექცეოდა ხოლმე...

„რავქნისა ციხე ავაგე“ ზუსტად და მოხდენილად ნაპოვნი სახელწოდებაა წიგნისა, რომელსაც შესაძლოა მიყრუება და ფურცლებადვე დაფანტვაც ემუქრებოდა, რომ არა მეგობრული შეგულიანება – თითოეულ ჩანაწერს არამარტო სათაური დარქმეოდა, არამედ დაფასებულიყო მათი ეპოქალურობაც და ჟანრობრივი თავისებურებაც, მათი სიღრმეც და მასშტაბურობაც.

უმთავრესი ღირსება კი ისაა, რაც ყოველთვის წამოგვაგონდება კონსტანტინე გამსახურდია-უმცროსის ხსენებისას – მისი მიუდგომლობა და აუმღვრევლობა, მისი ეს უჩვეულო უნარი, შეინარჩუნოს სიმშვიდე და წონასწორობა ყველაზე მწვავე ვითარებაშიც (როსტომ ჩხეიძის წინასიტყვაობიდან).



სხვა სიახლეები
  •  განსაკუთრებული შეთავაზება მკითხველს
    05/11/2024
    15 ნოებრის ჩათვლით, გვეწვიეთ წიგნის მაღაზიაში „ინტელექტი“ (ვახუშტი ბაგრატიონის #75) და             ...
    ვრცლად
  • გაეცანით გრიფირების კონკურსში გამარჯვებულ სახელმძღვანელოებს
    23/06/2023
    ვულოცავთ ჩვენს ავტორებს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში გამარჯვებას! გაეცანით მოსწავლისა და...
    ვრცლად
  • მალე – მათემატიკის ავტორების დისტანციური კონსულტაციები
    20/07/2021
    2021-22 სასწავლო წლიდან გამომცემლობა „ინტელექტი“ და მათემატიკის I-XII კლასების გრიფირებული სასკოლო...
    ვრცლად