arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
სიახლეები
ხორხე ლუის ბორხესის მოთხრობების წიგნის – „ბროდის ანგარიში“ – პრეზენტაცია
29/07/2015

29 ივლისს, ოთხშაბათს, 18:30-ზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გიწვევთ ხორხე ლუის ბორხესის მოთხრობების წიგნის – „ბროდის ანგარიში“ (მთარგმნელი ლანა კალანდია) პრეზენტაციაზე.




ხორხე ლუის ბორხესის „ბროდის ანგარიში“ პირველად 1970 წელს გამოქვეყნდა. კრებულში მწერლის თერთმეტი მოთხრობაა შესული. მოთხრობებს შორის პირდაპირი შინაარსობრივი კავშირი არ არსებობს, თითოეული მათგანი დამოუკიდებელი იგავია, იგავი ბედისწერაზე, შემთხვევითობაზე, ადამიანებზე და საგნებზე.

 

ბორხესი სიტყვაძუნწი მწერალია – წერს ლაკონურად, თანმიმდევრულად, სწორხაზოვნად. ერთ-ერთ მოთხრობაში თავადვე აღნიშნავს, თანმიმდევრული თხრობა წვრილმანებს მეტისმეტად აზვიადებსო. ამ თანმიმდევრული, მეთოდური თხრობის მიუხედავად, ბორხესის ენა პოეზიის ენასთან უფრო ახლოსაა. 1963 წელს პარიზში სტუმრად ჩასულ ბორხესს ახალგაზრდა მწერალი, მაშინ პერუული ლიტერატურის ჯერ კიდევ ამომავალი ვარსკვლავი, მარიო ვარგას ლიოსა ესაუბრა. ამ ინტერვიუში ბორხესი ზუსტად განმარტავს საკუთარი შემოქმედების პოეტიკას: „ახლა, ჩემი შემოქმედებითი კარიერის დასასრულს, მრჩება შთაბეჭდილება, რომ მხოლოდ ერთ ლიტერატურულ ჟანრს ვემსახურებოდი _ პოეზიას, რომელიც ხშირად პროზით გამოიხატა“.

ბორხესის სხვა ენაზე ამეტყველების სირთულეც სწორედ მისი ენიდან მოდის. რეალურად მთარგმნელი ორი დიდი გამოწვევის წინაშე დგას: შეინარჩუნოს ამბის გარეგნული „სიცივე“ და ამავდროულად, მკითხველამდე მიიტანოს ის ფარული მღელვარება და ღრმა შინაგანი მელანქოლია, რომელსაც ბორხესის მაგია ჰქვია.

ესპანურიდან თარგმნა ლანა კალანდიამ.
 



სხვა სიახლეები
  •  განსაკუთრებული შეთავაზება მკითხველს
    05/11/2024
    15 ნოებრის ჩათვლით, გვეწვიეთ წიგნის მაღაზიაში „ინტელექტი“ (ვახუშტი ბაგრატიონის #75) და             ...
    ვრცლად
  • გაეცანით გრიფირების კონკურსში გამარჯვებულ სახელმძღვანელოებს
    23/06/2023
    ვულოცავთ ჩვენს ავტორებს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში გამარჯვებას! გაეცანით მოსწავლისა და...
    ვრცლად
  • მალე – მათემატიკის ავტორების დისტანციური კონსულტაციები
    20/07/2021
    2021-22 სასწავლო წლიდან გამომცემლობა „ინტელექტი“ და მათემატიკის I-XII კლასების გრიფირებული სასკოლო...
    ვრცლად