arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
სიახლეები
ნინო თარხნიშვილის პროზაული კრებულის პრეზენტაცია
01/10/2015

1 ოქტომბერს, ხუთშაბათს, 19:00 საათზე ლიტერატურულ კაფე „ნოველლაში“ გიწვევთ ნინო თარხნიშვილის მოთხრობების კრებულის – ნინო‘s Notes – პრეზენტაციაზე.

 

მის: ილია ჭავჭავაძის გამზ. N46
დასწრება თავისუფალია!

 

 

 

ნინო თარხნიშვილი სოციალურ პროზას წერს, დოკუმენტური ფონითა და ნატურალიზმით სავსეს, სულ სხვა, ყველაზე მწარე კუთხიდან რომ დაგანახებს შენს ეპოქაში, შენს ქალაქში, შენ გვერდით თუ ათასობით კილომეტრს იქით მომხდარ მოვლენებს, რომლებსაც, როგორც წესი, „ნიუსებიდან“ ეცნობი ხოლმე.

 

მის მოთხრობებში X ყოველთვის 3-ის ტოლია. დედა, მამა და შვილი იმ მარადიულ სამკუთხედს ქმნის, ყოფითი პრობლემებისა თუ სხვა შემთხვევების გამო ხშირად იშლება. ამ წიგნში მწერლის პოზიციაც იკითხება – მხატვრულად ასახოს რეალობა და დასვას აქტუალური საკითხები, რაც შემდგომში მკითხველის განსჯის საგნად უნდა იქცეს და ცხოვრებისეულ კუთხეში მიმწყვდეულს გზა დაანახოს.

 

ნინო თარხნიშვილის ოდები და მინიატურები ერთგვარი ცდაა თავი მოუყაროს მწერლის ჩანაწერებს, Note-ებს, 47 ქრომოსომის მქონე ბავშვისა თუ მარტოხელა დედის განცდებს, თანამედროვე მოზარდებისა და ქალების ამბებს, დასაქმებულთა თუ უპასუხო გზავნილების ავტორთა ყოველდღიურობას. კრებული შეგძრავთ.



სხვა სიახლეები
  •  განსაკუთრებული შეთავაზება მკითხველს
    05/11/2024
    15 ნოებრის ჩათვლით, გვეწვიეთ წიგნის მაღაზიაში „ინტელექტი“ (ვახუშტი ბაგრატიონის #75) და             ...
    ვრცლად
  • გაეცანით გრიფირების კონკურსში გამარჯვებულ სახელმძღვანელოებს
    23/06/2023
    ვულოცავთ ჩვენს ავტორებს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში გამარჯვებას! გაეცანით მოსწავლისა და...
    ვრცლად
  • მალე – მათემატიკის ავტორების დისტანციური კონსულტაციები
    20/07/2021
    2021-22 სასწავლო წლიდან გამომცემლობა „ინტელექტი“ და მათემატიკის I-XII კლასების გრიფირებული სასკოლო...
    ვრცლად