arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
სიახლეები
არაბულების პოეზიის პრეზენტაცია
11/10/2015

11 ოქტომბერს, 18 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა ახალი გამოცემის – არაბულები (პოეზია) – პრეზენტაცია. 

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა მხატვარ ბერდია არაბულის ნამუშევრების გამოფენა.

 

რა არის პოეზია? რას ნიშნავს, როცა გასული საუკუნის პოეტებს თანამედროვე პოეტებს უწოდებენ? როდის ბერდება (ან თუ ბერდება საერთოდ) ლექსი ან რამდენად ცოცხალია ის წლების მერე? რამდენად ჰგავს ერთი გვარის პოეტების ერთსა და იმავე გარემოში დაწერილი ლექსი?

 

სწორედ ამ შეკითხვებს ვეცდებით გავცეთ პასუხი კრებულით, სადაც ერთი გვარის – არაბული – პოეტებია გაერთიანებული. ავტორები, რომლებიც გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან იბეჭდებოდნენ ლიტერატურულ პერიოდიკაში.

 

გიორგი არაბულის მიერ შედგენილი ეს წიგნი 14 პოეტის (ალუდა არაბული, ბაღათერ არაბული, ბერდია არაბული, გელა არაბული, გიორგი არაბული, გოგიტა არაბული, თემო არაბული, ირაკლი არაბული, კობა არაბული, მერაბ არაბული, მინდია არაბული, მინდია არაბული, ნოშრევან არაბული, შაბურა არაბული) ხელახლა, განსხვავებული ფორმით შეხსენებაა მათი შემოქმედების თავიდან აღმოჩენის სურვილითა და იმედით.

 

ფოტო გალერეა



სხვა სიახლეები
  •  განსაკუთრებული შეთავაზება მკითხველს
    05/11/2024
    15 ნოებრის ჩათვლით, გვეწვიეთ წიგნის მაღაზიაში „ინტელექტი“ (ვახუშტი ბაგრატიონის #75) და             ...
    ვრცლად
  • გაეცანით გრიფირების კონკურსში გამარჯვებულ სახელმძღვანელოებს
    23/06/2023
    ვულოცავთ ჩვენს ავტორებს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში გამარჯვებას! გაეცანით მოსწავლისა და...
    ვრცლად
  • მალე – მათემატიკის ავტორების დისტანციური კონსულტაციები
    20/07/2021
    2021-22 სასწავლო წლიდან გამომცემლობა „ინტელექტი“ და მათემატიკის I-XII კლასების გრიფირებული სასკოლო...
    ვრცლად