arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
სიახლეები
ბესო ხვედელიძის მოთხრობების კრებულის წარდგინება
29/10/2015

29 ოქტომბერს, 19:00 საათზე პაბში „ნალი“ გამომცემლობა ინტელექტი გიწვევთ ბესო ხვედელიძის მოთხრობების კრებულის – „მამაო“ – წარდგინებაზე!

 

ეს ფანტასმაგორიული თუ სიურეალისტური ტექსტები მკითხველს ლიტერატურის მთავარ ხიბლს შეახსენებს: მხატვრული გამონაგონის შთამბეჭდაობას და შეუძლებლის შესაძლებლად ქცევის ილუზიას.

 

ყველაფერი კი ისეთი სატირითა და იუმორითაა გაჯერებული, პაროდირების რეგისტრიც ისეთია, რომ ამ „გამოგონების“ მთავარ მონაწილედ, ან უფრო მეტი გამომგონებლადაც კი, – თვით მკითხველია პატივდებული და ეს უკანასკნელიც ძალდაუტანებლად, თვითმყოფადი იმპროვიზაციით ერთვება ამ თავშესაქცევ, თავბრუდამხვევ თამაშში...

 

დასწრება თავისუფალია!
მის: თბილისი, ლეო ქიაჩელის ქ. N4/1



სხვა სიახლეები
  •  განსაკუთრებული შეთავაზება მკითხველს
    05/11/2024
    15 ნოებრის ჩათვლით, გვეწვიეთ წიგნის მაღაზიაში „ინტელექტი“ (ვახუშტი ბაგრატიონის #75) და             ...
    ვრცლად
  • გაეცანით გრიფირების კონკურსში გამარჯვებულ სახელმძღვანელოებს
    23/06/2023
    ვულოცავთ ჩვენს ავტორებს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში გამარჯვებას! გაეცანით მოსწავლისა და...
    ვრცლად
  • მალე – მათემატიკის ავტორების დისტანციური კონსულტაციები
    20/07/2021
    2021-22 სასწავლო წლიდან გამომცემლობა „ინტელექტი“ და მათემატიკის I-XII კლასების გრიფირებული სასკოლო...
    ვრცლად