arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
სიახლეები
ლია(ნა) ელიავას 2 წიგნის წარდგინება
06/11/2015

6 ნოემბერს, 18:00 საათზე გამომცემლობა ინტელექტის ოფისში გიწვევთ ლია(ნა) ელიავას 2 წიგნის – ლექსები და თავისუფლების მისტერიები – წარდგინებაზე.

დასწრება თავისუფალია!
მის: ილია ჭავჭავაძის გამზ. N 5

 

 

ლექსები

 

ეს წიგნი კინორეჟისორ – ლია(ნა) ელიავას ლექსების კრებულია, სადაც შესულია 1993-2013 წლებში, ანუ ოცი წლის მანძილზე, თბილისში, მოსკოვსა და ჰელსინკში შექმნილი ნაწარმოებები.

 

მიუხედავად გეოგრაფიულ სივრცეში, კავკასიიდან სკანდინავიამდე, განფენილობისა, ლექსების უმეტესობა გამსჭვალულია ეროვნული სულით და ინტონაციურადაც მისი შესატყვისია.

 

რჩეული ლექსები ამოკრეფილია სამი წიგნიდან: კავკასიური მისტერია (1997), საუკუნის სამანი (2002), სიყვარულის მისტერიები (2008) და დალაგებულია წლების თანმიმდევრობით, თემატურ ციკლებად: სამშობლო, სიყვარული, ბედისწერა, კავკასიური მისტერია, უხანო სიშორე, ჩემი სკანდინავია, ქარის პოემა.

 

 

თავისუფლების მისტერიები

 

ამ წიგნში გაერთიანებულია სამი გადაუღებელი სცენარი, რომელთაც მე „სიზმრად ნანახ ფილმებს“ ვუწოდებ.
მკითხველისთვის კი ისინი ალბათ ქაღალდზე წაკითხული და მერე საკუთარ წარმოდგენაში გადაღებული ფილმები იქნება.

 

ამ სცენარებში გულისტკივილით წამოჭრილ საკითხებს დღესაც არ დაუკარგავთ სიმწვავე: ისევ იგივე მტერი ემუქრება ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობას, ისევ დგას სვანეთი ჰესების კასკადით წალეკვის საშიშროების წინაშე, ისევ ახრჩობთ ამა ქვეყნის ძლიერთადმი მიუდგომელ, ნამდვილ პოეტებს (საერთოდ შემოქმედებს) უსახსრობა და უყურადღებობა.



სხვა სიახლეები
  •  განსაკუთრებული შეთავაზება მკითხველს
    05/11/2024
    15 ნოებრის ჩათვლით, გვეწვიეთ წიგნის მაღაზიაში „ინტელექტი“ (ვახუშტი ბაგრატიონის #75) და             ...
    ვრცლად
  • გაეცანით გრიფირების კონკურსში გამარჯვებულ სახელმძღვანელოებს
    23/06/2023
    ვულოცავთ ჩვენს ავტორებს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში გამარჯვებას! გაეცანით მოსწავლისა და...
    ვრცლად
  • მალე – მათემატიკის ავტორების დისტანციური კონსულტაციები
    20/07/2021
    2021-22 სასწავლო წლიდან გამომცემლობა „ინტელექტი“ და მათემატიკის I-XII კლასების გრიფირებული სასკოლო...
    ვრცლად