arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
სიახლეები
ელიზბარ ელიზბარაშვილის ახალი წიგნის – „პატივისცემით ქიმიას“ – წარდგინება
27/11/2015

27 ნოემბერს, პარასკევს, 19 საათზე გამომცემლობა ინტელექტი ლიტერატურულ კაფეში „იგნის სახლი ბახტრიონზე გიწვევთ ელიზბარ ელიზბარაშვილის ახალი წიგნის – პატივისცემით ქიმიას – წარდგინებაზე.

 

დასწრება თავისუფალია!
მის: ბახტრიონის N11ბ.

 

„როგორ ვუშველოთ ქიმიას?“ – კითხულობს წიგნის ავტორი ერთ-ერთ წერილში და იქვე რამდენიმე საგულისხმო რჩევას გვაძლევს. ჩვენც, თითქოსდა ცხოვრების მარტივ წესს დაჩვეულები, ხშირად ვფიქრობთ: რით შეიძლება დავეხმაროთ ჩვენში ასე ათვალწუნებულ საბუნებისმეტყველო საგნებს, რომლებიც სიღრმისეული აზროვნებისთვის აუცილებელ უნარებს გვძენს?

 

2013 წელს ინტელექტის მიერ გამოცემული ელიზბარ ელიზბარაშვილის წიგნი ქიმია ყველასათვის იყო მცდელობა, პოპულარული ენით დაწერილი სამეცნიერო ესეების საშუალებით გაეადვილებინა მკითხველისთვის ამ რთულ, მაგრამ საინტერესო მეცნიერებასთან მისასვლელი გზა.

 

პატივისცემით ქიმიას ამ ძალისხმევის გაგრძელებაა, რომელშიც დაკვირვებული მკითხველი არა მხოლოდ ქიმიის საიდუმლოებათა გასაღებს იპოვის, არამედ ჩვენს სინამდვილეში მიმდინარე პროცესებისა და ქიმიის უხილავ თუ ხილულ ურთიერთკავშირსაც დაინახავს.



სხვა სიახლეები
  •  განსაკუთრებული შეთავაზება მკითხველს
    05/11/2024
    15 ნოებრის ჩათვლით, გვეწვიეთ წიგნის მაღაზიაში „ინტელექტი“ (ვახუშტი ბაგრატიონის #75) და             ...
    ვრცლად
  • გაეცანით გრიფირების კონკურსში გამარჯვებულ სახელმძღვანელოებს
    23/06/2023
    ვულოცავთ ჩვენს ავტორებს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში გამარჯვებას! გაეცანით მოსწავლისა და...
    ვრცლად
  • მალე – მათემატიკის ავტორების დისტანციური კონსულტაციები
    20/07/2021
    2021-22 სასწავლო წლიდან გამომცემლობა „ინტელექტი“ და მათემატიკის I-XII კლასების გრიფირებული სასკოლო...
    ვრცლად