arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
სიახლეები
მარიკა მამალაძის პროზაული კრებულის – „უცვეთი ანრი“ – წარდგინება
02/12/2015

2 დეკემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში, თანამედროვე ლიტერატურის კვირეულის ფარგლებში გამომცემლობა ინტელექტი გიწვევთ მარიკა მამალაძის პროზაული კრებულის – უცვეთი ანრი – წარდგინებაზე.

 

ამ მოთხრობებში ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ამბები ვითარდება, ჩვეულებრივი ადამიანებითა და ისტორიებით. ყოფითი და ნაცნობი გარემო, მსუბუქი იუმორი და თხრობის მარტივი, ძალდაუტანებელი მანერა მკითხველს ადვილად იზიდავს და „იშინაურებს“, თუმცა სწორედ ამ ეტაპიდან – მკითხველისა და მთხრობელის „გაშინაურებიდან“ იწყება ყველაზე მთავარი: ამ მოთხრობებს აქვს რაღაც დაძაბული, საბედისწეროს მოლოდინით დამუხტული შინაარსი, ჩვეულებრივი ამბები კი ძალიან ფრთხილად და შეუმჩნევლად, ფატალურ ისტორიებად გადაიქცევიან...

 

თანამედროვე ლიტერატურის კვირეულის ფარგლებში გაიმართება კიდევ ოთხი ქართველი ავტორის წიგნების წარდგინება:

 

30 ნოემბერი, 19:00 საათი – შეხვედრა ვახტანგ ჯავახაძესთან.


1 დეკემბერი, 19:00 საათი – დათო ქარდავას ესავის ხელები.


3 დეკემბერი, 19:00 საათი – ქეთი ნიჟარაძის მზე სახურავზე.


4 დეკემბერი, 19:00 საათი – ირაკლი კაკაბაძის სამწერტილები.



სხვა სიახლეები
  •  განსაკუთრებული შეთავაზება მკითხველს
    05/11/2024
    15 ნოებრის ჩათვლით, გვეწვიეთ წიგნის მაღაზიაში „ინტელექტი“ (ვახუშტი ბაგრატიონის #75) და             ...
    ვრცლად
  • გაეცანით გრიფირების კონკურსში გამარჯვებულ სახელმძღვანელოებს
    23/06/2023
    ვულოცავთ ჩვენს ავტორებს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში გამარჯვებას! გაეცანით მოსწავლისა და...
    ვრცლად
  • მალე – მათემატიკის ავტორების დისტანციური კონსულტაციები
    20/07/2021
    2021-22 სასწავლო წლიდან გამომცემლობა „ინტელექტი“ და მათემატიკის I-XII კლასების გრიფირებული სასკოლო...
    ვრცლად