arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
სიახლეები
დათო ქარდავას პროზაული კრებულის – „ესავის ხელები“ – წარდგინება
01/12/2015

1 დეკემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში, თანამედროვე ლიტერატურის კვირეულის ფარგლებში გამომცემლობა ინტელექტი გიწვევთ დათო ქარდავას პროზაული კრებულის – ესავის ხელები – წარდგინებაზე.

 

„გროტესკი, რომლითაც დათო ქარდავას ნოველებია გაჯერებული, არამხოლოდ ახალისებს მკითხველს, არამედ უტოვებს სრულიად განსაკუთრებულ ფიქრს, სევდასაც, და სწორედ ამის გამო, თავი შეიძლება რამდენჯერმეც წაგაკითხოთ.

 

კიდევ რა გამოარჩევს ამ კრებულს? – სინამდვილე, მკაფიო და წრფელი სინამდვილე, გაუყალბებელი ამბები, რომლებსაც, ცხადია, ავტორი იგონებს, მაგრამ „გამომგონებლობის“ ასეთი ოსტატობით ხდებიან ისინი ნამდვილი და დასაჯერებელი“.


 

თანამედროვე ლიტერატურის კვირეულის ფარგლებში გაიმართება კიდევ ოთხი ქართველი ავტორის წიგნების წარდგინება:

 

30 ნოემბერი, 19:00 საათი – შეხვედრა ვახტანგ ჯავახაძესთან.

 

2 დეკემბერი, 19:00 საათი – მარიკა მამალაძის უცვეთი ანრი.

 

3 დეკემბერი, 19:00 საათი – ქეთი ნიჟარაძის მზე სახურავზე.

 

4 დეკემბერი, 19:00 საათი – ირაკლი კაკაბაძის სამწერტილები.



სხვა სიახლეები
  •  განსაკუთრებული შეთავაზება მკითხველს
    05/11/2024
    15 ნოებრის ჩათვლით, გვეწვიეთ წიგნის მაღაზიაში „ინტელექტი“ (ვახუშტი ბაგრატიონის #75) და             ...
    ვრცლად
  • გაეცანით გრიფირების კონკურსში გამარჯვებულ სახელმძღვანელოებს
    23/06/2023
    ვულოცავთ ჩვენს ავტორებს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში გამარჯვებას! გაეცანით მოსწავლისა და...
    ვრცლად
  • მალე – მათემატიკის ავტორების დისტანციური კონსულტაციები
    20/07/2021
    2021-22 სასწავლო წლიდან გამომცემლობა „ინტელექტი“ და მათემატიკის I-XII კლასების გრიფირებული სასკოლო...
    ვრცლად