arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
სიახლეები
ქეთი ნიჟარაძის პოეტური კრებულის – „მზე სახურავზე“ – წარდგინება
03/12/2015

3 დეკემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში, თანამედროვე ლიტერატურის კვირეულის ფარგლებში გამომცემლობა ინტელექტი გიწვევთ ქეთი ნიჟარაძის პოეტური კრებულის – მზე სახურავზე – წარდგინებაზე.

მზე სახურავზე ქეთი ნიჟარაძის ლექსების მეხუთე კრებულია. წიგნში ბოლო 5 წლის განმავლობაში დაწერილი ტექსტებია შესული. მათი უმრავლესობა ლიტერტურულ პრესაში იბეჭდებოდა, თუმცა წიგნად პირველად გამოდის. ლექსების თემატიკა მრავალფეროვანია და ისეთ საკითხებს მოიცავს, რაც ყველა ეპოქაში აქტუალურია.

 

 

თანამედროვე ლიტერატურის კვირეულის ფარგლებში გაიმართება კიდევ ოთხი ქართველი ავტორის წიგნების წარდგინება:

 

30 ნოემბერი, 19:00 საათი – შეხვედრა ვახტანგ ჯავახაძესთან.

 

1 დეკემბერი, 19:00 საათი – დათო ქარდავას ესავის ხელები

 

2 დეკემბერი, 19:00 საათი – მარიკა მამალაძის უცვეთი ანრი.

 

4 დეკემბერი, 19:00 საათი – ირაკლი კაკაბაძის სამწერტილები.



სხვა სიახლეები
  •  განსაკუთრებული შეთავაზება მკითხველს
    05/11/2024
    15 ნოებრის ჩათვლით, გვეწვიეთ წიგნის მაღაზიაში „ინტელექტი“ (ვახუშტი ბაგრატიონის #75) და             ...
    ვრცლად
  • გაეცანით გრიფირების კონკურსში გამარჯვებულ სახელმძღვანელოებს
    23/06/2023
    ვულოცავთ ჩვენს ავტორებს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში გამარჯვებას! გაეცანით მოსწავლისა და...
    ვრცლად
  • მალე – მათემატიკის ავტორების დისტანციური კონსულტაციები
    20/07/2021
    2021-22 სასწავლო წლიდან გამომცემლობა „ინტელექტი“ და მათემატიკის I-XII კლასების გრიფირებული სასკოლო...
    ვრცლად