arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
სიახლეები
2014-2015 წლებში უცხოეთში გამოცემული წიგნების წარდგინება
27/12/2015

25, 26 და 27 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიმართება.


ფესტივალის ფარგლებში, 27 დეკემბერს, 16:30 საათზე გამომცემლობა ინტელექტი, გამომცემლობა არტანუჯი და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი გიწვევთ 2014-2015 წლებში უცხოეთში გამოცემული ქართული წიგნების წარდგინებაზე. წიგნების დიდი ნაწილი გამოიცა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით.

ადამიანი ZERO – თანამედროვე ქართველ ავტორთა პროზაული კრებული.
(აზერბაიჯანული, გამომცემლობა ADK Publishing House).

 

• ირაკლი სამსონაძის ყურთბალიში.

(სომხური, გამომცემლობა ანტარესი).

თანამედროვე ქართული მოთხრობები (თურქული, გამომცემლობა გეჯე).

 

7 სახელი. თანამედროვე ქართული პოეზია –პოეტური კრებული.
(სომხური, გამომცემლობა ანტარესი).

• გურამ მეგრელიშვილის მოდელი 18/12.
(ალბანური, გამომცემლობა Fan Noli).

• ესმა ონიანის პოეტური კრებული

(გერმანული, გამომცემლობა Pop Verlag)

• გელა ჩარკვიანი ინტერვიუ მამასთან.
(იტალიური, გამომცემლობა პალომბო).

• ირაკლი სამსონაძის ყურთბალიში.
(იტალიური, გამომცემლობა პალომბო).


ფესტივალზე შესვლა უფასოა!
მის: თბილისი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი (III კორპუსი) გუდიაშვილის ქ. N7



სხვა სიახლეები
  •  განსაკუთრებული შეთავაზება მკითხველს
    05/11/2024
    15 ნოებრის ჩათვლით, გვეწვიეთ წიგნის მაღაზიაში „ინტელექტი“ (ვახუშტი ბაგრატიონის #75) და             ...
    ვრცლად
  • გაეცანით გრიფირების კონკურსში გამარჯვებულ სახელმძღვანელოებს
    23/06/2023
    ვულოცავთ ჩვენს ავტორებს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში გამარჯვებას! გაეცანით მოსწავლისა და...
    ვრცლად
  • მალე – მათემატიკის ავტორების დისტანციური კონსულტაციები
    20/07/2021
    2021-22 სასწავლო წლიდან გამომცემლობა „ინტელექტი“ და მათემატიკის I-XII კლასების გრიფირებული სასკოლო...
    ვრცლად