arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
სიახლეები
დიანა ანფიმიადის პოეტური კრებულის – „ჩრდილის ამოჭრა“ – წარდგინება
26/12/2015

25, 26 და 27 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიმართება.

 

ფესტივალის ფარგლებში, 26 დეკემბერს,15:30 საათზე გაიმართა დიანა ანფიმიადის ახალი პოეტური კრებულის – ჩრდილის ამოჭრა – წარდგინება.

 

ჩრდილის ამოჭრა დიანა ანფიმიადის ახალი კრებულია, და ეს „ახალი", უპირველეს ყოვლისა, კონცეპტუალურ, მხატვრულ სიახლეს ნიშნავს. ვერსიფიკაციული მოულოდნელობებით სავსე ეს პოეტური სამყარო კიდევ უფრო ღრმად, იმ სინამდვილის გავლით ითრევს მკითხველს, რომელზეც ავტორი მანამდე წერდა; ითრევს ცხოვრების შუაგულში, სადაც თითქოს ნაცნობი ნიუანსები სრულიად ახალი სიმბოლოებით ჩნდებიან, სადაც ჩრდილის ამოჭრა ლირიკული გმირის (პოეტისაც და მკითხველისაც) დიდ მოგზაურობას – სხვა მეტატექსტში ეგზისტენციალურ გარდაცვალებას, ერთი ყოფნიდან სხვა ყოფნაში გადასახლებას ნიშნავს.


კრებულში ბევრი სიმღერაა (ასე ჰქვია ლექსებს) – ეს კი მთელ წიგნს ეპიკურ ტონალობას სძენს, ერთ გაბმულ ამბად ეცხადება მკითხველს. შესაბამისად, ეს წიგნი ისევე იკითხება, როგორც ერთი მთლიანი ამბავი სამყაროს პოეტური, სახიფათო თამაშობებით.



ფესტივალზე შესვლა უფასოა!
მის: თბილისი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი (III კორპუსი) გუდიაშვილის ქ. N7

 

ფოტო გალერეა



სხვა სიახლეები
  •  განსაკუთრებული შეთავაზება მკითხველს
    05/11/2024
    15 ნოებრის ჩათვლით, გვეწვიეთ წიგნის მაღაზიაში „ინტელექტი“ (ვახუშტი ბაგრატიონის #75) და             ...
    ვრცლად
  • გაეცანით გრიფირების კონკურსში გამარჯვებულ სახელმძღვანელოებს
    23/06/2023
    ვულოცავთ ჩვენს ავტორებს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში გამარჯვებას! გაეცანით მოსწავლისა და...
    ვრცლად
  • მალე – მათემატიკის ავტორების დისტანციური კონსულტაციები
    20/07/2021
    2021-22 სასწავლო წლიდან გამომცემლობა „ინტელექტი“ და მათემატიკის I-XII კლასების გრიფირებული სასკოლო...
    ვრცლად