arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
სიახლეები
შოთა იათაშვილის წიგნის – „პოეტური გამოცდილების სიმწარე“ – წარდგინება
21/01/2016

21 იანვარს, 18:30 საათზე საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართა შოთა იათაშვილის ახალი პოეტური კრებულის – პოეტური გამოცდილების სიმწარე – წარდგინება!



ჩვეულებრივ, პოეტები ხანგრძლივი შრომით, განსხვავებული გზებისა და ხერხების მოსინჯვით აღწევენ იმას, რასაც პირობითად პოეტის ხმა, მისი ინდივიდუალური ხელწერა ჰქვია, მაგრამ შოთა იათაშვილის შემთხვევაში ყველაფერი პირიქით მოხდა: მან შემოქმედებითი გზის დასაწყისშივე მიაგნო და მონიშნა თავისი პოეზიის ხატი, მოდელი, რომლისკენაც მომდევნო წლებში უნდა ევლო. ის ამ მოდელს დროგამოშვებით უბრუნდება, ხოლო შუალედებში თითქოს იკვლევს მისკენ მიმავალ, ერთმანეთისგან განსხვავებულ, ზოგჯერ ურთიერთგამომრიცხავ გზებს, რათა ყოველ ჯერზე სხვადასხვა მხრიდან მიაკითხოს მას. (ზვიად რატიანი)

 

დასწრება თავისუფალია!

მის: ივანე მაჩაბლის N 13

 

ფოტო გალერეა



სხვა სიახლეები
  •  განსაკუთრებული შეთავაზება მკითხველს
    05/11/2024
    15 ნოებრის ჩათვლით, გვეწვიეთ წიგნის მაღაზიაში „ინტელექტი“ (ვახუშტი ბაგრატიონის #75) და             ...
    ვრცლად
  • გაეცანით გრიფირების კონკურსში გამარჯვებულ სახელმძღვანელოებს
    23/06/2023
    ვულოცავთ ჩვენს ავტორებს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში გამარჯვებას! გაეცანით მოსწავლისა და...
    ვრცლად
  • მალე – მათემატიკის ავტორების დისტანციური კონსულტაციები
    20/07/2021
    2021-22 სასწავლო წლიდან გამომცემლობა „ინტელექტი“ და მათემატიკის I-XII კლასების გრიფირებული სასკოლო...
    ვრცლად