arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
სიახლეები
მანანა დუმბაძის პროზაული კრებულის – „დაყირავებული პირამიდა“ – წარდგინება
02/02/2016

2 თებერვალს, 18:30 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში გამომცემლობა „ინტელექტი“ გიწვევთ მანანა დუმბაძის ახალი პროზაული კრებულის – დაყირავებული პირამიდა – წარდგინებაზე!



ეს არის მოგზაურობებისა და ურთიერთობების წიგნი, რომლის ავტორი ადამიანური სითბოს, სიცოცხლისა და სიყვარულის სახელით გვესაუბრება.

ცხოვრებისეული, დოკუმენტური ამბებიდან იბადება პროზა, საყურადღებო აქცენტებითა და თხრობის მიმზიდველი სტილით.

მანანა დუმბაძე ცხოვრებაში მოთხრობას ხედავს და მოთხრობაში – ცხოვრებას, თუმცა ერთშიც და მეორეშიც მისი ინტერესის საგანი ადამიანია, თავისი ხასიათით, ჩვევებითა და ახირებებით.

წიგნის გეოგრაფია საკმაოდ ფართო და მრავალფეროვანია. აზიის, ევროპისა და ამერიკის კონტინენტებზე მოგზაურობისა თუ მუშაობის შთაბეჭდილებები გადმოცემულია ლაღი, ცოცხალი, იუმორისტული მანერით და ეს სავსებით ბუნებრივიცაა.

მანანა დუმბაძის წიგნში ჩანს მამის აჩრდილი და ფონად გასდევს დაუძლეველი მონატრება აფხაზეთისა.

თავისი სტილით, თემებითა და ინტერესებით ეს წიგნი თანამედროვე ქართული სამოგზაურო პროზის შენაძენია.


დასწრება თავისუფალია!
მის: ივანე მაჩაბლის ქ. 13 / 13.



სხვა სიახლეები
  •  განსაკუთრებული შეთავაზება მკითხველს
    05/11/2024
    15 ნოებრის ჩათვლით, გვეწვიეთ წიგნის მაღაზიაში „ინტელექტი“ (ვახუშტი ბაგრატიონის #75) და             ...
    ვრცლად
  • გაეცანით გრიფირების კონკურსში გამარჯვებულ სახელმძღვანელოებს
    23/06/2023
    ვულოცავთ ჩვენს ავტორებს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში გამარჯვებას! გაეცანით მოსწავლისა და...
    ვრცლად
  • მალე – მათემატიკის ავტორების დისტანციური კონსულტაციები
    20/07/2021
    2021-22 სასწავლო წლიდან გამომცემლობა „ინტელექტი“ და მათემატიკის I-XII კლასების გრიფირებული სასკოლო...
    ვრცლად