arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
სიახლეები
ბექა ქურხულის რომანის – „სამოთხიდან გაქცეულები“
08/02/2016

8 თებერვალს, 18:30 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში გამომცემლობა ინტელექტი გიწვევთ ბექა ქურხულის ახალი რომანის – სამოთხიდან გაქცეულები – წარდგინებაზე!


სამოთხიდან გაქცეულები ჩვენი ქვეყნის უახლესი წარსულის მხატვრული რეტროსპექტივაა. სამი მეგობრის ოდისეა სულისშემძვრელი ამბებით, სევდიანი, ზოგჯერ ტრაგიკული შინაარსით, იმ ეპოქის ფონზე იშლება, რომელიც ბოლომდე ჯერაც ვერ წაიკითხა და გაიაზრა ჩვენმა საზოგადოებამ;

უამრავი პერსონაჟის მიუხედავად, რომანს მთავარი გმირი მაინც არ ჰყავს, რადგან აქ ყველა და ყველაფერი მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა, მთავარი გმირი კი არა კონკრეტული ადამიანები, არამედ სწორედ დროა – ეპოქა, და ეს წიგნიც ამ ეპოქის მხატვრული წაკითხვის იღბლიანი მცდელობაა.

და, მთავარი გმირია ენაც – ამ ვნებიანი, სისხლიანი და სიხარულიანი ამბების მთხრობელი ენა, ბუნებრივი და ცოცხალი აღმქმელი ეპოქისაც და ადამიანისაც. ეს ენაა პროტესტიც – ყველა სისტემის, ყოველგვარი ძალადობის, მორჩილების წინააღმდეგ. ეს ყოველივე მკითხველს კიდევ ერთხელ მიაბრუნებს უკან, მომავლისკენ – სადაც ბრწყინავენ წარსულში ვერგაცემული ძნელი და ტკივილიანი კითხვების პასუხები...


დასწრება თავისუფალია!
მის: მის: ივანე მაჩაბლის ქ. 13 / 13.



სხვა სიახლეები
  •  განსაკუთრებული შეთავაზება მკითხველს
    05/11/2024
    15 ნოებრის ჩათვლით, გვეწვიეთ წიგნის მაღაზიაში „ინტელექტი“ (ვახუშტი ბაგრატიონის #75) და             ...
    ვრცლად
  • გაეცანით გრიფირების კონკურსში გამარჯვებულ სახელმძღვანელოებს
    23/06/2023
    ვულოცავთ ჩვენს ავტორებს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში გამარჯვებას! გაეცანით მოსწავლისა და...
    ვრცლად
  • მალე – მათემატიკის ავტორების დისტანციური კონსულტაციები
    20/07/2021
    2021-22 სასწავლო წლიდან გამომცემლობა „ინტელექტი“ და მათემატიკის I-XII კლასების გრიფირებული სასკოლო...
    ვრცლად